სასურველია, ყველა დიასახლისმა იცოდეს, რომელი პროდუქტების შეთავსება არ შეიძლება, რათა მავნე საკვები არ მიიღოს.
ხილი ნებისმიერ სხვა საკვებთან ერთად
ხილი უნდა ჭამოთ ცალკე. სადილობიდან 1 საათის შემდეგ ან მანამდე.
სახამებლის შემცველი ნახშირწყლები და ხორცი
კარტოფილი ხორცით - გემრიელია, მაგრამ ძალიან საზიანოა ორგანიზმისთვის. კარტოფილი ჩაანაცვლეთ სატაცურით ან სხვა ბოსტნეულით.
ხილი და იოგურტი
გემრიელია, მაგრამ არა სასარგებლო. ალერგიულ რეაქციას იწვევს.
მწვანე ჩაი რძით
ჩაი უმჯობესია ლიმონთან ერთად დალიოთ. რძის ცილა ჩაის სასარგებლო თვისებებს გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.
ღვინი და დესერტი
ღვინოს ნუ მიაყოლოებთ დესერტს, ხილს, კანფეტებს. ღვინო უნდა დალიოთ ნაკლებ გლიკემიურ პროდუქტებთან ერთად, როგორც ფრანგები იქცევიან - ღვინო და ობიანი ყველი.
პური და ყავა
პურიდან ბე ვიტამინს ვიღებთ, ყავა კი ანეიტრალებს მას.
ხაჭო და მურაბა
უსიამოვნო შეგრძნება და მუცლის შებერილობა გარანტირებული გაქვთ.
თაფლი და ცხელი სასმელი
არასდროს დაუმატოთ თაფლი ცხელ სასმელს, სასარგებლო თვისებებს კარგავს. მხოლოდ 40 გრადუსზე გაგრილებულ სასმელში ჩაამატეთ.
ნაყინი და გაზიანი სასმელი
ნაყინს შეგიძლიათ დააყოლოთ წყალი, ჩაი ან ყავა, მაგრამ არა გაზიანი სასმელი, თუ მუცლის შებერილობა არ გსურთ.
ფაფა შაქრით
სისხლში გლუკოზის მომატებას იწვევს. ფაფაში შემავალი სახამებელი ისედაც შაქრად გადაიცევა და ეს დამატებითი დატვირთვაა კუჭქვეშა ჯირკვლისთვის.