შაბათის საღამო საუკეთესო მიზეზია ღვინის დასალევად. გარდა ამისა, ღვინო სამკურნალოცაა.
1. ეთანოლის სპირტი
მშრალ ღვინოში ეთანოლის სპირტი სუსტადაა გამოვლენილი. დღეში მამაკაცისთვის დასაშვებია 250, ხოლო ქალისთვის 125 მლ ღვინო. ის მოგიხსნით სტრესს, დაიცავს თვენს გულსა და სისხლძარღვებს.
2. მიკროელემენტები
კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, ფოსტორი, რკინა, იოდი და ა.შ. ღვინო შეიცავს ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას, რაც აუცილებელია ქალისთვის.
3. ვიტამინები
A, C, p, B ჯგუფის ვიტამინები. ასაკის მატებასთან ერთად ღვინოში ვიტამინების რაოდენობა იმატებს.
4. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
აფერხებს კიბოს უჯრედების წარმოქმნა-გამრავლებას, აუმჯობესებს წნევას. უმჯობესია, შავი ღვინო მიირთვათ.
5. ორგანული მჟავა
შეიცავს ღვინის, ვაშლის, ლიმონის, ქარვის, მჟაუნის მჟავას. აქვს ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისება.
დაბოლოს, ღვინით მკურნალობა მოდა კი არა, ქართული საუკუნოვანი ტრადიციაა. ძველად ღვინით ამუშავებდნენ იარებს, მკურნალობდნენ ინფექციებს, შხამიანი გველების ნაკბენებს.