ქიშმიშის სასარგებლო თვისებების შესახებ საქართველოში უძველესი დროიდან იცოდნენ. დღეს ამ ცოდნას მეცნიერებიც ადასტურებენ.
1. მხედველობისთვის
მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რაც აუცილებელია თვალი ჯანმრთელობისა და მხედველობისთვის.
2. კიბოს პროფილაქტიკა
დესერტში ან კომპოტში მირთმეული ქიშმიში აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას.
3. შეკრულობა
უჯრედისითაა მდიდარი, რაც კუჭის მოქმედებას უწყობს ხელს.
4. ნერვული სისტემისთვის
აუმჯობესებს კოორდინაციას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას.
5. ანემიის დროს
რკინითა და ბე ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი. მათი ნაკლებობა ანემიას იწვევს. მიირთვით ნახევარი ჭიქა ქიშმიში ყოველდღე, იგი რკინის დღიური ნორმის 5 პროცენტს შეიცავს.
6. წონა
შეგიცვლით მავნე ტკბილეულს. ენერგიის წყაროა, სასარგებლოა წახემსებისთვის.
7. კბილებისთვის
ასუფთავებს კბილის ზედაპირს, იცავს პირის ღრუს ბაქტერიებისგან. აძლიერებს ღრძილებს, კბილებს - კარიესის წარმოქმნისგან.
8. ქოლესტერინი
აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე.
9. სექსუალურობა
ააქტიურებს სექსუალურ მოთხოვნებს მამაკაცებშიც და ქალებშიც.