ძმარი ყველა ოჯახში მოიძებნება, მისი გამოყენების უჩვეულო წესებს კი ჩვენ გასწავლით.
- მოგაშორებთ სარეველას. გადააზავეთ თანაბრად წყლით და მოასხურეთ მიწას.
- სამოსიდან ლაქების მოსაშორებლად გარეცხვამდე 10 წუთით ადრე ლაქას დაასხით ძმარი. გააჩერეთ 10 წუთი და გარეცხეთ.
- ანგინის დროს თბილ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და გამოივლეთ ყელში.
- დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ ძმრიანი წყალი (500 მლ წყალზე 1 ს/კ ძმარი). თმა ფაფუკი და დამყოლი გახდება.
- თუ ვარჯიშის შემდეგ კუნთები დაგეჭიმათ, ძმრის 20-წუთიანი კომპრესი გაიკეთეთ (1 ჭიქა წყალში გახსენით 2 ს/კ ძმარი).
- სამოსს რომ ფერი შეუნარჩუნოთ, სარეცხის მანქანაში 0,5 ჭიქა ძმარი დაუმატეთ.
- თუ შენობაში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, კუთხეები და ზედაპირები ძმარში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.
- ფუნჯიდან გამხმარ საღებავს მოაცილებთ, თუ მას ძმარში დაასველებთ.
- თუ ჭიანჭველები გაწუხებენ, მათი თავშეყრის ადგილზე ძმარი მოასხურეთ.
- სლოკინმა თუ შეგაწუხათ, ძმარში შაქრის ნატეხი დაასველეთ და მოწუწნეთ.
- წებოვანი ეტიკეტის მოსაცილებლად ღრუბელი ძმარში დაასველეთ და გაწმინდეთ. წებოვანი კვალი არ დარჩება.
- ჟანგის მოსაცილებლად რკინის ნივთები (ჭანჭიკები, ლურსმნები) წამოადუღეთ ძმარში და კარგად გარეცხეთ.
- კონტეინერები და უჯრები, სადაც საკვებს ინახავთ, პერიოდულად გაწმინდეთ ძმრით უსიამოვნო სუნისა და ობის საწინააღმდეგოდ.
- თუ ჩაიდანს ან ყავადანს ნადები გაუჩნდა, ჩაასხით მასში ძმარი და წამოადუღეთ.
- თუ წვნიანი გადაამლაშეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი.
- ქრომირებული, პლასტიკატისა და მინის გაჭუჭყიანებული ნივთები ძმრიანი ჩვრით გაწმინდეთ.
- თაიგულს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ, თუ წყლიან ვაზაში, 1 ლიტრ წყალზე 2 ს/კ ძმარს დაუმატებთ.
- ფეხიდან სოკოს მოსაცილებლად ყოველდღიურად გაიკეთეთ 15-20-წუთიანი ძმრის აბაზანა (1:5).
- ხორცის დასარბილებლად და მწვადისთვის მარინადის მოსამზადებლად 2 ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 ჭიქა ძმარი და სანელებლები.
- თუ სამზარეულოში მილები გაიჭედა, ჩაყარეთ 3/4 სოდა, დაასხით 1/2 ძმარი. 30 წუთის შემდეგ ჩაასხით მდუღარე წყალი. მილებში წყალი შეუფერხებლად გაივლის.
იხილეთ ასევე: 9 მეთოდი, თუ როგორ გამოვიყენოთ ამჟავებული რძე