სამზარეულოში ყველა დიასახლისს აქვს სანელებლები, მაგრამ ზოგმა მათი სწორად გამოყენება არ იცის.
დღეს განვიხილავთ რომელი სანელებელი სად უნდა გამოიყენოთ და რა სამკურნალო თვისება აქვს თითოეულს.
ჯანჯაფილი
კულინარიაში გამოიყენება ფესვი. მკვეთრი არომატი აქვს, გემო _ ცხარე, ათბობს ორგანიზმს. დაუმატეთ ჩაიში, ტკბილეულში. აგრეთვე, ხორცისა და ფრინველის კერძებში, სოუსებში, მარინადებში, ბოსტნეულში.
ჯანჯაფილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კუჭის მუშაობას, სასუნთქი და ნერვული სისტემის მუშაობას. ძლიერი ანტიოქსიდანტია.
დარიჩინი
ტკბილ სანელებელს ძირითადად დესერტებში უმატებენ. აგრეთვე, ფრინველისა და ცხვრის ხორცში. ამერიკაში უმატებენ ფაფებს.
დარიჩინი აუმჯობესებს კუჭ და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას. სასარგებლოა მუცლის ღრუს ყველა ორგანოსთვის. დაგიამებთ მენსტრუალურ ტკივილს. აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს.
კუმინი
ანუ ძირა, - როგორც ჩვენ მას ვეძახით. უხდება ხორციან კერძებს, წვნიანებს, სოუსებს და ფქვილოვან ნაწარმსაც კი.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ღვიძლის მუშაობას. შებერილობის მოსახსნელად დაუმატეთ კომბოსტოსა და პარკოსნების კერძში.
ილი
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ინდოეთში უმატებენ ჩაისა და ყავაში.
აუმჯობესებე მუცლის ღრუს ყველა ორგანოს მუშაობას. მოგიხსნით სპაზმს, ქოშინს, ხველებას.
მიხაკი
მარინადი მის გარეშე არ მზადდება. შავ პილპილთან ერთად უხდება ხორცის ბულიონსა და ხორცის კერძებს.
აუმჯობესებს კუჭნაწლავების მუშაობას, სასარგებლოა მუცლის ღრუს ყველა ორგანოსთვის. მოგიხსნით გულისრევის შეგრძნებას და შეგიჩერებთ პირღებინებას.
კურკუმა
ბუნებრივი საღებავია, გამოიყენება ყველა კერძის, სასმელისა და ფქვილოვანი საკვების მოსამზადებლად.
სასარგებლოა მუცლის ღრუს ყველა ორგანოსთვის. ხელს უშლის თირკმელებში კენჭების გაჩენას.
კარი
ტრადიციული ინდური სანელებელია. უმატებენ ყველა კერძში, სალათში, სოუსებში.
არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. გეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში.
ბადიანი
კონდიტერების საყვარელი ვარსკვლავი. ტკბილეულის აუცილებელი ინგრედიენტია. ახანგრძლივებს პროდუქტების შენახვის ვადას.
იდეალურად ეხამება ალუბალს. თუ ალუბლის მურაბაში ბადიანს დაუმატებთ, იგი 3 წელი არ ჩაგიშაქრედებათ.