მაპატიე ყველაფერი, რაც მშიერმა გითხარი... - ამ სიტყვების თქმა თუ გიჭირთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ თბილისში ახლად გახსნილ კაფე Bon Repas-ს და გემრიელი სადილის შემდეგ უკვე აღარაფერი გაგიჭირდებათ.
სენდვიჩები, ვრაპები, ბაგეტები, სალათები, წვნიანები, იტალიური ყავა, ინგლისური ჩაი, ნამცხვრები, გრანოლა, ფრანგული ტოსტი, ხილის სალათა, კრუასანი - აქ ყველაფერია გემრიელი განტვირთვისთვის, რაც ნაყოფიერი სამუშაო დღის, სასიამოვნო განწყობის, საჭირო ენერგიის საფუძველია.
Bon Repas - ქართული ბაზრისთვის სრულიად უნიკალური კონცეფციის მქონე კაფეა. "ჩვენ არ გემსახურებით სწრაფი კვების პროდუქციით. ჩვენ გემსახურებით ჯანსაღი კვების პროდუქციით, რაც შეგვიძლია სწრაფად" – ასე ჟღერს სლოგანი, რომელიც კაფეში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს.
აქ ორი ტიპის მაცივარია – ცხელი და ცივი. ცხელი მაცივარი წვნიანებისა და სხვა ცხელი კერძების არჩევანს გთავაზობთ, ცივი კი სალათებით, სენდვიჩებითა და ტკბილეულით არის სავსე. მომხმარებელი თავად იღებს ინდივიდუალურ კონტეინერში დაფასოებულ ცივ თუ ცხელ კერძებს და თანხას სალაროსთან იხდის, რომელიც ორია და რიგს გამორიცხავს.
ასეთი კონცეფცია უჩვეულოა საქართველოსთვის, თუმცა მეტად მიღებულია დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწრაფი და ხარისხიანი შეთავაზებების გამო ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის პუნქტი, სადაც ცხელი თუ ცივი კერძები უკვე მომზადებულია და კლიენტს ელოდება, მაგრამ ეს არაა სწრაფი კვება, არამედ ჯანსაღი და სასარგებლო კერძები. თბილისშიც უკვე დიდი დაინტერესება გამოწვია კაფე Bon Repas-მა. უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ ეს სიახლე. ქართველებიც ნელ-ნელა ეცნობიან ახალ კონცეფციას – კაფეს, სადაც თვითმომსახურებაა.
კაფეში შემოთავაზებულ ნებისმიერ საკვებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს: მათ ღამის ცხოვრება არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ცხელი თუ ცივი საკვები ყოველდღიურად დილით მზადდება და მხოლოდ იმ დღეს იყიდება. წინა დღის პროდუქციას Bon Repas-ში ვერ შეხვდებით. საკმაოდ დატვირთულია სამზარეულოც. ცხელი კერძები, სოუსები, მაიონეზი - ადგილობრივად კეთდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან. ეს კი კერძების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.
სრულად წაიკითხეთ gemrielia.ge-ზე.