როგორი იყო პირველი ჩანგალი?
როგორი იყო პირველი ჩანგალი?
პირველად ჩანგალი შუა აღმოსავლეთში მე-9 საუკუნეშია ნახსენები. როგორც ცნობილია, პირველ ჩანგალს მხოლოდ ორი კბილი ჰქონდა და მას რკინისგან, მყარი ხის ჯიშისგან ან ცხოველის ძვლისგან ამზადებდნენ. იმ პერიოდში ჩანგალს მხოლოდ მზარეულები იყენებდნენ.

ჩანგლის მეშვეობით მზარეულებს შეეძლოთ წვნიანიდან ხორცის ნაჭრის ამოღება, იმისათვის, რომ შეემოწმებინათ, მოხარშული იყო ის თუ არა.

პირველად სუფრის სერვირებაში
ჩანგალი მე-11 საუკუნეში გამოიყენეს. ის (გარკვეული რაოდენობით) ბიზანტიიდან იტალიაში ჩაიტანეს, მაგრამ ჩანგლით ყველა როდი სარგებლობდა, მას მხოლოდ ვაჭრები და წარჩინებულები იყენებდნენ.

ჩრდილოეთ ევროპაში ჩანგლის მნიშვნელობა მოგვიანებით გაიგეს. პირველად ინგლისურ ენაზე სუფრის ეს ატრიბუტი თომას კორიეტმა 1611 წელს აღწერა წიგნში, რომელიც მის იტალიურ მოგზაურობას ეხებოდა.

ფართო მასშტაბით ინგლისში ჩანგალი მე-18 საუკუნეში გავრცელდა. საინტერესო ფაქტია, რომ კათოლიკური ეკლესია ჩანგლის გამოყენებას არ მიესალმებოდა და მას "ზედმეტ ფუფუნებად"თვლიდა.

მოღუნულკბილებიანი ჩანგლები პირველად მე-18 საუკუნეში გერმანიაში გამოჩნდა. დაახლოებით ამ დროისთვის ჩანგალს უკვე ოთხი კბილი ჰქონდა.
კომენტარები (4)
თამო
ალბათ ციხეში
ნეტა არავინ იციიიიიიიიიის?
???????????????????????
სადაა აკრძალული ჩანგლის ხმარება ვინ მეტყვის???
პასუხს 5 საათზე დავწერ
ნანა
საჭირო იმფორმაციაა.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ მოვამზადოთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყვავილოვანი კომბოსტო
15:04 / 28-05-2016
თუნდაც დიდად არ გიყვარდეთ კერძები ყვავილოვანი კომბოსტოსგან, აუცილებლად გასინჯეთ ეს ბოსტნეული ახალი რეცეპტით.ყველიან საფანელში ამოვლებული დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტო – შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ!
შოკოლადის სოუსსა და ქოქოსის ფანტელში ამოვლებული ფაფუკი ბისკვიტი
17:02 / 27-05-2016
უგემრიელესი, ნაზი, ფაფუკი და უგემრიელესი ბისკვიტი მარტივად და სწრაფად მზადდება!
აუცილებლად გასინჯეთ ტაფამწვარი ამ საოცარი რეცეპტით...
14:58 / 25-05-2016
მექსიკური ტაფამწვარი გულსართით უამრავი ვარიაციით შეიძლება რომ მომზადდეს. შეგიძლიათ დაუმატოთ გულსართში შემწვარი სოკო, სხვადასხვა მოთუშული ბოსტნეული, წვრილად დაჭრილი: ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ხახვი... სალათის ფოთლებიც კი უხდება გულსართად!
როცა გაიგებთ, რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის ლიმონის კრემს, რეგულარულად მოამზადებთ მას!
12:08 / 25-05-2016
ჩვენთვის ლიმონის კრემი ეგზოტიკაა, მაშინ, როცა ამერიკაში მას საუკუნეებია, რაც ამზადებენ. კრემს იქ მიირთმევენ ფუნთუშებთან, იყენებენ ტორტებისა და ნამცხვრების გულსართად. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ლიმონის კრემი შესანიშნავი საშუალებაა გაციების დროს.
როგორ მოვხარშოთ სიმინდი 10 წუთში – დაუმატეთ ქვაბში მხოლოდ 2 ინგრედიენტი!
12:35 / 24-05-2016
ვის არ უყვარს მოხარშული სიმინდი? მაგრამ საათობით მისი ხარშვა ცოტა მოსაბეზრებელია. სეზონი ახლოვდება და ზუსტად ის დროა, რაღაც განსაკუთრებული ვისწავლოთ. იმისათვის, რომ სიმინდი მალე მოიხარშოს, იყოს რბილი და წვნიანი, მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას.
აიღეთ ერთი მუჭა საზამთროს კურკა და ჩაყარეთ ის მდუღარეში: შედეგი გაგაოცებთ!
16:30 / 18-05-2016
თავად საზამთრო რომ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ამასთან, უგემრიელესია – ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ის, რომ მისი კურკები არასოდეს უნდა გადაყაროთ, ალბათ, ჯერ არ გსმენიათ.
როგორ მოვამზადოთ იტალიური ფუნთუშები 10 წუთში!
15:32 / 17-05-2016
ფუნთუშები რძეზე – როცა ჩაისთან რაღაც გემრიელი გინდა და ცოტა დრო გაქვს...
მარწყვი ჟელეში – ამაზე გემრიელი და მსუბუქი ნამცხვარი არ არსებობს!
17:54 / 16-05-2016
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.
კულინარული ხრიკები საუკეთესო კერძების მოსამზადებლად
14:42 / 14-05-2016
კერძების მომზადება ერთგვარი რიტუალია. მათი მომზადებისას გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. გამოცდილმა დიასახლისმა ზუსტად იცის, როგორი თანმიმდევრობით იმოქმედოს კულინარული შედევრის შესაქმნელად.
ეს 8 პროდუქტი მუდმივად უნდა იყოს თქვენს მაცივარში
12:37 / 13-05-2016
ჯანსაღ კვებაზე შექმნილი ბესტსელერების ავტორმა დევიდ ზინჩენკომ  New York Times-ში 8 პროდუქტის შესახებ გამოაქვეყნა სტატია. ეს პროდუქტები თითქმის ყოველდღე უნდა მიირთვათ.
არქივის კალენდარი