პიცა სოსისითა და პარმეზანით - მარტივი და ძალიან გემრიელი
პიცა სოსისითა და პარმეზანით - მარტივი და ძალიან გემრიელი
პარმეზანის ნაცვლად შეგვიძლია სხვა მაგარი ტიპის ყველიც გამოვიყენოთ.
საჭირო მასალა

ცომი


ფქვილი – 500 გრ
საფუარი – 4 ჩ.კ.
თბილი წყალი – 200 მლ
მარილი – 1/2 ჩ.კ.
შაქარი – 1 ჩ.კ.

ტოპინგი

3 ს.კ. პამიდვრის პიურე
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
3 ცალი თხლად დაჭრილი პამიდორი
6 ცალი რძიანი სოსისი
4 ცალი რკალებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა
3 ს.კ. ნადუღი
200 გრ გახეხილი პარმეზანი
2-3 ს.კ. წვრილად დაჭრილი რეჰანი
მარილი
წიწაკა

მომზადება

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, შევურიოთ მარილი, შაქარი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მოზელილი ცომი გადავიტანოთ თასში, შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად. როდესაც ცომი ამოვა, ოდნავ ზეთიანი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხელით ისევ ჩავზილოთ და კვლავ შევფუთოთ.

ხელმეორედ ამოსვლის შემდეგ ცომი გადავიტანოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გავყოთ ოთხ თანაბარ ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და გადავიტანოთ ოდნავ ზეთმოსხმულ საცხობ ფორმაში. წავუსვათ ზეითუნის ზეთი და პამიდვრის პიურე. ზედ დავაწყოთ პამიდორი, დაჭრილი სოსისი, ტკბილი წიწაკა და მოვაყაროთ ცოტა მარილი.

აქა-იქა მოვაყაროთ ნადუღი, შემდეგ დაჭრილი რეჰანი, ცხარე წიწაკა და ბოლოს გახეხილი პარმეზანი. პარმეზანის ნაცვლად შეგვიძლია სხვა მაგარი ტიპის ყველიც გამოვიყენოთ. პიცა შევდგათ გამოსაცხობად 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (11)
სალომე
კაია მომეწონა
თეა
დედა რაღა გვეშველება ახლა პიცა თუ იტალიაში არ ვჭამე... ჩემს გამომცხვარცაც მშვენივრად მივირთმევ... იქეთ ვასწავლით ევროპას კულინარიას ჩემო კარგებო...
ნინა
ვაი ტქვენს პატრონს
გოდე
ვინც იტალიასჰია აქვს პიცა ნაცჰამი ამას პიცას არდაარქმევს
იტალია
პიცის ქვეყანა იტალიააა..იტალიურს არ გავს..რა ნადუხი და რა პარმიჯანო..მოცარელა (ყველია(პიცის..გუდის ყველიტ ხაჯაპურს აკეტებენ??ასეა ესეც.
ლალი
კარტული ხაჯაპური მირჯევნია იტალიურ პიცას
ინგა
ძალიან გემრიელი იქნება.
პიგვინი და ბეღურა
ეჰჰჰ სულ ამ 41-ის ბრალია რაა!მასალაც რომ აღარ იშოვება!! არც დაპირებული ფული,დენი და გაზია!!!!!
ირინა
მომეწონა:)
ნიცა
ნეტა საიდან მოვიტანო პიცის მასალა,გამხმარ პურზე ვარტ გადასული
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
იდეალური კარტოფილის პიურეს მომზადების წესები
16:00 / 04-02-2016
ჩვენ ყველას გვიყვარს და სიამოვნებით ვამზადებთ გარნირად ამ კერძს.
შოკოლადის ტორტი "არაბული ზღაპრები"
14:27 / 03-02-2016
რჩევა: იმისათვის, რომ კრემი ბისკვიტს კარგად გაუჯდეს, მომზადებული ტორტი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში, შემდეგ კი იმავე დროით შედგით მაცივარში.
სანდოა თუ არა მარკეტებში ნაყიდი ქიშმიში და ჩირი
16:41 / 02-02-2016
ჩირი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნუგბარად ითვლება და მშობლებიც ცდილობენ, არ მოაკლონ შვილებს.
"ზებრა" ანა კოსტავას რეცეპტით
11:02 / 02-02-2016
"ზებრის" ეს რეცეპტი, დარწმუნებულნი ვართ, ძალიან მოგეწონებათ, რადგან მარტივია და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები სჭირდება. გამოდის ფაფუკი და ნაზი.
ნიგვზიანი ღვეზელი
17:26 / 30-01-2016
ეს ცომი 2 კვირა შეგვიძლია მაცივარში გავაჩეროთ. რაც უფრო დიდი ხნით იქნება სიცივეში, მით უფრო ხარისხიანი გამოვა მისგან მომზადებული ღვეზლები და ნამცხვრები.
შუ ლიმონის კრემითა და გამდნარი შოკოლადით
15:42 / 29-01-2016
შუები ძირიდან ან გვერდიდან ამოვჭრათ და საკონდიტრო ტომრით კრემით ამოვავსოთ. შეგვიძლია გავჭრათ და ისე ჩავდოთ კრემი. მოვრთოთ დამდნარი შოკოლადით.
ყავისა და თხილის საოცარი ტორტი ფქვილის გარეშე
16:12 / 28-01-2016
ეს უგემრიელესი ტორტი აბსოლუტურად უფქვილოდ მზადდება. სამაგიეროდ, აქვს ყავით გაჯერებული არომატი და ჰაეროვანი კრემი, რომელიც პირში დნება!
ასეთი ტირამისუ ჯერ არ გაგისინჯავთ
17:13 / 27-01-2016
გთავაზობთ კიდევ ერთ ვარიაციას თემაზე "ტირამისუ". მიუხედავად იმისა, რომ ტორტი მრავალშრიანია, მისი მომზადება მარტივია.
ყველაზე გემრიელი დესერტი, რაც კი აქამდე გაგისინჯავთ - ეგვიპტური ტორტი
13:37 / 26-01-2016
უნაზესი და ძალიან ფაფუკი ტორტი კარამელის მოსასხამით ნამდვილად გააოცებს ყველას, დიდსა თუ პატარას.
ონლაინ ჟურნალი
დაქალი#1
11 / 01 / 2016
ბომონდი#1
11 / 01 / 2016
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29