როგორ მოვამზადოთ და რასთან მივირთვათ ღომი
როგორ მოვამზადოთ და რასთან მივირთვათ ღომი
ღომი სიმინდის ღერღილისგან მომზადებული კერძია, რომელიც დასავლეთ საქართველოს
მოსახლეობას პურის მაგივრობას უწევს. მას მიირთმევენ ბაჟესთან, ხარჩოსთან, საცივთან, შემწვარ თევზსა და ხორცთან ერთად.

საჭირო მასალა

სიმინდის ღერღილი – 1 კგ.
სიმინდის ფქვილი – 300-350 გრ.
წყალი – საჭიროების მიხედვით
სულგუნი – 500 გრ.

ღომის ინგრედიენტებია: სიმინდის ღერღილი და სიმინდის ფქვილი, რომელიც კერძს ხარშვის დროს ემატება. თუ სიმინდის ფქვილი არ გაქვთ, ის შეგიძლიათ მანანის ბურღულით ჩაანაცვლოთ. 300 გრ სიმინდის ფქვილის მაგივრად გამოიყენეთ 150 გრ მანანის ბურღული.

მომზადება

ღერღილი კარგად გარეცხეთ, სასურველია, გამდინარე წყალში. გარეცხილი ღერღილი ქვაბში ჩაყარეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ კარგად დაფაროს. წყლის ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოაცილეთ.
ქვაბი ცეცხლზე დადგით და საშუალო ტემპერატურაზე ხარშეთ. ღომი დიდხანს უნდა იხარშოს. როცა ერთიანი, სქელი მასა გახდება, სიმინდის ფქვილი ჩაუმატეთ და ჩაზილეთ.

ცეცხლს ჩაუწიეთ და ხარშვა გააგრძელეთ. ღომის მოხარშვას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.

მზა ღომს ფაფუკი კონსისტენცია უნდა ჰქონდეს. თუ გამაგრდა, ცოტა მდუღარე წყალი შეურიეთ და აზილეთ.

ღომი შეგიძლიათ პიტნაში არეულ ყველთან, ფუჩხოლიასთან ერთად მიირთვათ. 600 გრ ყველი დაფხვენით, მარილთან ერთად დანაყილი პიტნა შეურიეთ და პატარა გუნდები გააკეთეთ.

ღომში ჩადეთ და პიტნის ნორჩი ფოთლებით მორთეთ.

ქვაბი ცეცხლზე დადგით და საშუალო ტემპერატურაზე ხარშეთ. ღომი დიდხანს უნდა იხარშოს. როცა ერთიანი სქელი მასა გახდება, სიმინდის ფქვილით ჩაზილეთ.

მზა ღომი სველი ჩოგნით თეფშზე ამოიღეთ, ყველი ჩააწყვეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ.

კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (24)
მაკა
მეგრულ კულინარიას ვერცერტი კულინარია ვერ აჯობებს.მაგარია
ანი
კაი გოჭის შეპუწკუნებულ ნეკნებს+მწვანე ტყემალი+ღომი ჩინჩოლია ყველით=ცხონებას
MARI
ღომი ბაჟესთან მმმ მაგარია,მომინადაა უფ :(((
იმანო
ვინც თქვენ გასწავლათ ასეთი ღომის გაკეთება მხოლოდ მას მიართვით! ეს ღომის მეტი ყველაფერი იქნება)))
ინგა
რატომაც არა ნეტა,როცა ღომს ვჩამ,პური რატო უნდა მივატანო აბა,მართალია
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ჩანახი - კერძი, რომლის ხსენებაც კი მადისაღმძვრელია
14:43 / 19-04-2014
შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 30-40 წუთით, სანამ ხორცი არ მომზადდება.
სუპერცომი ხაჭაპურისთვის
13:24 / 19-04-2014
ძალიან რბილი და ფუმფულა ცომი ხაჭაპურისთვის
სუფლე - ტორტებისა და დესერტებისთვის
13:00 / 18-04-2014
ძალიან ნაზი, გემრიელი და მსუბუქი სუფლე, რომელიც შეგიძლიათ ტორტის ფენად გამოიყენოთ ან პირდაპირ მიირთვათ ხილთან ერთად.
სამეფო პასკა (კულიჩი) კვერცხის გულებით
11:19 / 17-04-2014
ამ რეცეპტით გამოდის 6-8 პასკა.
მარინადები მწვადებისთვის
11:49 / 16-04-2014
დათბა და ბუნებაში გასვლის დრო მოდის. ასეთ მომენტებს კი განსაკუთრებულად უხდება გემრიელი მწვადები.
როგორ დავჭრათ სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად ლიმონი?
17:22 / 15-04-2014
ლიმონი ძალიან უხდება სხვადასხვა კერძს... და არამარტო მისი წვენი. ამ ციტრუსით სადღესასწაულო სუფრის გაფორმებაც არ არის ცუდი იდეა.
ახალი ტყემლის საწებელი
14:18 / 15-04-2014
საბოლოო ჯამში, ტყემალი საკუთარი გემოვნებით უნდა შევანელოთ ნივრით, მწვანილით და სხვა სანელებლებით.
ქინძის სოუსი თევზისა და ხორცისთვის
11:33 / 14-04-2014
შეგვიძლია მივირთვათ თევზეულთან, ხორცეულთან, ჩავამატოთ წვნიანში.
ნამდვილი, ძველებური "ნაპოლეონი"
11:33 / 13-04-2014
წესით, ფირფიტებს კრემი სუფრასთან მიტანამდე ცოტა ხნით ადრე უსვამენ, რომ მან დარბილება ვერ მოასწროს და ხრაშუნა დარჩეს.
ტორტი-მუსი "მარწყვი შამპანურში" - სამეფო დესერტი
11:42 / 12-04-2014
მარწყვის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ ანანასი.
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234