კუჭმაჭი მეგრულად
კუჭმაჭი მეგრულად
კუჭმაჭს ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს. ამჯერად ქალბატონ მედეა თორიას რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც განსაკუთრებით ცხარე კერძების მოყვარულებს დააინტერესებთ.

ამ კერძის მომზადების მთავარი სირთულე მის შეზავებაშია. საბოლოო ჯამში, თავად უნდა განვსაზღვროთ სანელებლის რაოდენობა, რომელსაც მოხარშულ გულ-ღვიძლს შევურევთ.

საჭირო მასალა


1 კგ საქონლის გული, ღვიძლი, ფილტვი და ფაშვი
6-8 თავი ხახვი
მარილი და კუჭმაჭის სანელებელი - გემოვნებით
ქინძი და ბროწეული - ზემოდან მოსაყრელად

სანელებლისთვის

1-2 ცალი წიწაკა (წითელი, გამშრალი)
1 ს.კ. ქინძი (დასაფქვავი)
2 ს.კ. უცხო სუნელი
0,5 ჩ.კ. ქონდარი
5-8 კბილი ნიორი
1-2 ს.კ. მარილი

მომზადება

შიგნეული გავრეცხოთ ძალიან კარგად, მოვათავსოთ დიდ ქვაბში, დავასხათ წყალი. შესაძლოა, წყლის ნაცვლად ცოტა ღვინო გამოვიყენოთ და ცეცხლზე შემოვდგათ. რომ მოიხარშება (ხარშვის დროს მოქაფვა აუცილებელია!), გადმოვიღებთ და შეგრილებას ვაცლით.

მერე უნდა მოვიმარჯვოთ მჭრელი დანები და მოხარშული შიგნეულობა დავკუწოთ ან სასურველ ზომაზე დავჭრათ.

წინასწარ მზადდება სანელებელი (სუნელი) - წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და 30 წუთით ჩავყაროთ ანადუღარ და გაცივებულ წყალში, გადავწუროთ, დავუმატოთ ნიორი, მარილი და დავნაყოთ კარგად. მიღებულ მასას დავუმატოთ ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი და ისევ დავნაყოთ. უნდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მივიღოთ პლასტილინის კონსისტენციის მასა. (შეიძლება ოდნავ სითხეც მოიყენოს).

ამ წესით, ოღონდ ქონდრის გარეშე, მომზადებული აჯიკა შეგვიძლია ნებისმიერი ხორციანი კერძისთვის გამოვიყენოთ. ინახება მინის ქილაში დიდი ხნით. ამ სანელებლით შევაზავებთ კუჭმაჭის გამზადებულ მასალას - გულმოდგინედ და დინჯად, რადგან სუნელი ხორცის ყველა ნაწილს უნდა მოხვდეს.

ღრმა და სქელძირიან ქვაბში ავადუღებთ ქონს ან კარაქს, ჩავყრით შიგ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს. როცა გაოქროსფრდება, ჩავუმატებთ ღვინოს, გამზადებულ ხორცის მასას, მოვურევთ და ქვაბის თავსახურს მჭიდროდ დავაფარებთ (ცეცხლი შეძლებისდაგვარად დაბალი უნდა იყოს). კარგად რომ გაცხელდება, მზადაა. მზა კერძს მოვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს და ბროწეულს.

კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (7)
სიმარტლეა ეს
ყველა მოძალადე სიკვდილის ღირსია,მითუმეტეს თუ პატიოსან ადამიანზე ძალადობს.კვერცხებში უნდა უტავაზო წიხლი და აღარასოდეს ეხსომება რომ ქალები არსებობენ.
ლიანა
უცბად რიმ არ გაიყინოს, ამიტომაა აუცილებელი ღვინოში მოხარშვა
სოლა
უგემრიელესია გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ქეთი
მართლაც უგემრიელესი იქნებააა ..... მიყვარს მეგრული კერძები ...
თათული
უფ.გაიხარეთ.თან როგორ უხდება სიმწარე და სანელებლებიც.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 ტოპ-5 მყუდრო რესტორანი, სადაც შემოდგომის ცივი დღეების გატარება ყველაზე სასიამოვნოა
16:50 / 28-09-2016
ქუჩაში უკვე საგრძნობლად აცივდა და ზაფხულისგან განსხვავებით, უფრო ხშირად გვინდება ჭამა და ცხელი სასმელების დალევა. გირჩევთ, ქუჩაში ხანგრძლივ სეირნობაზე უარი თქვათ და დრო მეგობრებთან ერთად, თბილისის რომელიმე მყუდრო რესტორანში გაატაროთ. გაინტერესებთ, რომელში? - ამას ჩვენ მოგიყვებით!
გიმხელთ ყველაზე პრიალა მინანქრის მომზადების საიდუმლოს
16:14 / 27-09-2016
სწორად მომზადებულ მინანქარში საკუთარ ანარეკლსაც დაინახავთ.
13 შეუთავსებელი პროდუქტი - მათი ერთად მირთმევა კატეგორიულად აკრძალულია!
13:10 / 27-09-2016
კვების ჯანსაღი რეჟიმის დროსაც შეუთავსებელი პროდუქტები იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას. აი, 13 მაგალითი, რომელსაც უნდა მოერიდოთ
რომელ კერძზე გადის მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
13:17 / 24-09-2016
როგორც ამბობენ, "მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, კუჭზე გადის" და ეს მრავალნაცადი, უდავო ჭეშმარიტებაა. თუმცა მამაკაციც არის და მამაკაციც. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფა; შესაბამისად, ჩვენი საყვარელი მამრების სასურველი მენიუც სხვადასხვაგვარია. მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი სტატისტიკას, რომელის მიხედვითაც ასტროლოგები მამაკაცის გასტრონომიულ მიდრეკილებებსა და ზოდიაქოს ნიშანს შორის ავლებენ პარალელს...
რომელი ყვავილები ვჭამოთ და რატომ
13:00 / 24-09-2016
შეგიძლით ვახშამი ჰავაიურ დღესასწაულს დაამსგავსოთ, იისა და ვარდის ფურცლები თეფშზე დაილაგოთ და მიირთვათ. თუმცა, ჯერ გავერკვეთ, რომელი ყვავილების ჭამა შეგვიძლია, როგორ და რისთვისაა სასარგებლო. ძველადვე მიხვდა ხალხი, რომ ყვავილების თაიგულით მხოლოდ ტკბობა კი არა, მათი დაგემოვნებაც შეიძლებოდა. მარტივი მაგალითი _ ვარდის მურაბაა. თუმცა, ვარდის გარდა სხვა ყვავილების ჭამაც შეგვიძლია.
ყველაზე გემრიელი თევზის ღვეზელი: ჰაეროვანი, არომატული და წვნიანი!
16:13 / 16-09-2016
ღვეზელი თევზის გულსართით - არა მხოლოდ სრულფასოვანი ვახშამია მთელი ოჯახსითვის, არამედ სადღესასწაულო სუფრის ღირსეული მშვენებაც არის.
გაჭერით 1 ლიმონი 4 ნაწილად, მოაყარეთ მარილი და დადეთ სამზარეულოში - ეს ხრიკი თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის
23:17 / 12-09-2016
ლიმონი პლანეტაზე წარმოუდგენლად სასარგებლო ხილია. ის საკვებსა და სასმელებს მეტად არომატულს ხდის. დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ლიმონი აძლიერებს გულს, თმას და კანის ფერს ჯანსაღ ელფერს აძლევს. ლიმონს ხშირად იყენებენ ვირუსული, ბაქტერიული და მიკრობული დაავადებების დროს.
ტკბილი წიწაკის აჯიკა სერბულად - საოცარი არომატით!
17:39 / 12-09-2016
აივარი - ბალკანური სამზარეულოს კერძია. სერბებიც და ხორვატებიც, მაკედონიელებიც კი მას თავიანთ ნაციონალურ კერძად თვლიან.
პურის გამოყენების უცნაური ხერხები
23:50 / 08-09-2016
ნამდვილი კულინარებისთვის სრულყოფილების ზღვარი არ არსებობს, ისინი ყოველთვის რაღაც ახალს იგონებენ. აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ პურს, გარდა მისი პირდაპირი დანიშნულებისა, კიდევ სხვა ბევრი ფუნქცია შეიძლება დავაკისროთ. ალბათ, ბევრ თქვენგანს არც მოსვლია აზრად, რომ გარდა იმისა, რომ პური ძალიან გემრიელი და ჩვენი საყვარელი საჭმელია, სამზარეულოში ძალიან კარგი დამხმარეც შეიძლება იყოს.
გარედან ხრაშუნა, შიგნით კი რბილი ხვეულები რამდენიმე წუთში
13:01 / 06-09-2016
ნაზი, ჰაეროვანი ხვეულები ნაღების არომატით გულგრილს ვერავის დატოვებს. მისი განსაკუთრებული მომხიბვლელობა იმაშია, რომ ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. თუმცა მას ერთი ნაკლი აქვს: ძალიან სწრაფად იჭმება!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი