ალუბლის ნამცხვარი - მარტივი და ძალიან გემრიელი
ალუბლის ნამცხვარი - მარტივი და ძალიან გემრიელი
ცომი მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

საჭირო მასალა:

3/4 ჭიქა დარბილებული კარაქი

1,5 ჭიქა შაქარი

5 კვერცხი

2 ჭიქა ფქვილი

2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი

1 ლიმონის ცედრა

4 ს.კ. რძე

1 ს.კ. ლიმონის წვენი

1 ჩ.კ. კონიაკი

2 ჭიქა გარჩეული ალუბალი

შაქრის პუდრი

მომზადების წესი:

კარაქი და შაქარი გათეთრებამდე გათქვიფეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენში არეული გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცალკე გათქვიფეთ რძე, ლიმონის ცედრა, კონიაკი და კვერცხი, შემდეგ შეურიეთ გათქვეფილ კარაქს. გაცერით ფქვილი, შეურიეთ ალუბალი და დაუმატეთ ცომს. ცომი მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი.


ჟურნალი ”რეიტინგი”  (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარები (22)
ნია
"ცალკე გათქვიფეთ რძე, ლიმონის ცედრა, კონიაკი და კვერცხი" ა ბატონო კვერცხი, კითხვა დაგავიწყდათ? ან კარაქი არ გიქნიათ არასოდეს ნამცხვრისათვის? მე პირადად 60 გრამი მარგარინი გამოვიყენე და მშვენიერი გამოვიდა. ცხობა ვინც იცის, მისთვის გასაგები რეცეპტია :)
მზიკოო
ჯობდა სულ არ დაეწერაა :)
მზიკოო
მაგარი გაუგებრობააააა :D
მანჩო
მასალაში 5 კვერცხი რომ წერია, შესანახად გვინდა თუ ნამცხვრისთვის? მომზადების წესში არსადაა მითითებული. „ქართველო“ ცხობა მართლაც ბევრმა იცის,თან კარგად. უბრალოდ ყველა არ აქვეყნებს. და თუ აქვეყნებ ყველასთვის გასაგებად უნდა წერო :)
მარია
მოდი ვიანგარიშოთ,3/4 ჭიქა კარაქი რამდენია,?ჩვეულებრივ კარაქი დაფასოებულია 200გ,შეფუთვაში,ე.ი 200 ის 3/4 არის 150 .!პასუხი:ამ რეცეპტისათვის საჭიროა 150 გრამი შაქარი.ამოცანა ამოხსნილია.ხომ შეიძლება ნორმალური რეცეპტი დადოთ,ან არ დადოთ საერთოდ?
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მადისაღმძვრელი აჩმა
11:35 / 23-04-2014
გამოცხობის წინ აჩმა უნდა დავჭრათ ნაჭრებად და შევდგათ ღუმელში. ვაცხობთ 1 საათის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს
აფხაზურა - ნოყიერი და გემრიელი
13:46 / 22-04-2014
შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე ან ღუმელში - კეცზე
ჩანახი - კერძი, რომლის ხსენებაც კი მადისაღმძვრელია
14:43 / 19-04-2014
შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 30-40 წუთით, სანამ ხორცი არ მომზადდება.
სუპერცომი ხაჭაპურისთვის
13:24 / 19-04-2014
ძალიან რბილი და ფუმფულა ცომი ხაჭაპურისთვის
სუფლე - ტორტებისა და დესერტებისთვის
13:00 / 18-04-2014
ძალიან ნაზი, გემრიელი და მსუბუქი სუფლე, რომელიც შეგიძლიათ ტორტის ფენად გამოიყენოთ ან პირდაპირ მიირთვათ ხილთან ერთად.
სამეფო პასკა (კულიჩი) კვერცხის გულებით
11:19 / 17-04-2014
ამ რეცეპტით გამოდის 6-8 პასკა.
მარინადები მწვადებისთვის
11:49 / 16-04-2014
დათბა და ბუნებაში გასვლის დრო მოდის. ასეთ მომენტებს კი განსაკუთრებულად უხდება გემრიელი მწვადები.
როგორ დავჭრათ სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად ლიმონი?
17:22 / 15-04-2014
ლიმონი ძალიან უხდება სხვადასხვა კერძს... და არამარტო მისი წვენი. ამ ციტრუსით სადღესასწაულო სუფრის გაფორმებაც არ არის ცუდი იდეა.
ახალი ტყემლის საწებელი
14:18 / 15-04-2014
საბოლოო ჯამში, ტყემალი საკუთარი გემოვნებით უნდა შევანელოთ ნივრით, მწვანილით და სხვა სანელებლებით.
ქინძის სოუსი თევზისა და ხორცისთვის
11:33 / 14-04-2014
შეგვიძლია მივირთვათ თევზეულთან, ხორცეულთან, ჩავამატოთ წვნიანში.
არქივის კალენდარი