საყინულეში შენახული ზაფხული
საყინულეში შენახული ზაფხული
ყველა ქალბატონმა კარგად იცის, რა პრაქტიკული და სასარგებლოა ზამთრისთვის გაყინული ხილი თუ ბოსტნეული. ზამთრის მარაგისთვის ასე შენახული პროდუქტების შედარებაც კი არ შეიძლება ე.წ. კონსერვებთან და იმ "საოცარ "და "მადისაღმძვრელ" ხილთან თუ ბოსტნეულთან, რომელთაც ზამთრის პერიოდში მარკეტებსა თუ ჰიპერმარკეტებში გვთავაზობენ.

ამიტომ, ქალბატონებო! დახარჯეთ მცირეოდენი დრო წელიწადის ამ ყველაზე მოსავლიან პერიოდში და თქვენ ნამდვილად ისიამოვნებთ გაზაფხულისა და ზაფხულის სურნელითა და გემოთი ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში. თქვენს საყინულე კამერაში კი მუდამ იქნება ზაფხულის კარგი განწყობის ნაწილი, გემრიელი მარაგი კენკრის, ბოსტნეულის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხილის და თქვენ წინაშე იქნება უზარმაზარი ასპარეზი კულინარიული ექსპერიმენტებისთვის.

როგორც კომპოტების, მურაბებისა და სხვადასხვა კონსერვის მომზადება საჭიროებს ტექნოლოგიური პროცესების დაცვას, ასევე საჭიროა პრუდუქტების გაყინვის დროს რამდენიმე აუცილებელი ფაქტორის გათვალისწინება, რათა ხილ-ბოსტნეული სწორად გაიყინოს და მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს პროდუქტს როგორც სასარგებლო თვისებები, ასევე სტრუქტურა.

ტემპერატურა: პროდუქტის გასაყინად საუკეთესო ტემპერატურა -18-დან -23 გრადუსამდეა. ამ ტემპერატურაზე ხილი თუ ბოსტნეული გაცილებით უკეთ იყინება და ხანგრძლივადაც; პრაქტიკულად, მომდევნო მოსავლამდე ინახება (8-დან 12 თვემდე). პროდუქტის გაყინვა ასევე შესაძლებელია 0-დან -8 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში გაყინული პრდუქტის ვარგისიანობის ვადა გაცილებით მცირეა. მისი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ 3 თვის მანძილზე.

კონტეინერი: გაყინული პროდუქტის შესანახად საუკეთესო საშუალებაა პოლიეთილენის პაკეტები და საშუალო ზომის კონტეინერები.

იხილეთ სრულად gemrielia.ge
კომენტარები (10)
ნონა
თუ შეიძლება დაწერეთ როგორ შეიძლება გავყინოთ სხვადასხვა ხილი ?
მარინა
დაშაქრული სჯობია,ამის გამოცდილება მაქვს,ყოველ წელს ვინახავ,ალუბალს და ჟოლოს.
მაია
მე მასე დაჭრილ მწვანილს ვყინავ ხოლმე და მშვენივრად ვიყენებ ზამთარში
მე
რატომ ელოდებით რომ გამლღვალი ხილი ისეთივე იქნება როგორც სეზონზე ახალმოკრეფილი\? ან ვინ ჭამს ასე პირდაპირ გამლღვალ მარწყვს? გაყინულ ხილს სხვა დანიშნულებით იყენებენ, თუნდაც წვენებში, საკონდიტრო ნაწარმში, ცივ კოქტეილებში დასაბლენდერებლად, ფაფაში ჩასამატებლად. შაქართან ერთად ტაფაზე წამოადუღეთ სოუსივით და შესანიშნავია ბლინებთან... მოკლედ უნდა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ და ნამდვილად ძალიან კარგია
ტატა
შარშან შევინახე გარეცხილი კონტეინერში ჩAლაგებული ხილი,მაგრამ რომ გადნა საშინელება იყო.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პროდუქტები, რომლებიც კოლაგენს შეიცავენ
14:29 / 18-06-2017
კოლაგენი ის ნივთიერებაა, რომელიც სახის მოვლის საშუალებებში შედის და აქტიურად მოქმედებს აღმდგენით პროცესებში.
ასე აკეთებენ ელიტურ რესტორნებში: 11 ხრიკი, რომელიც ხილსა და ბოსტნეულს სიქორფეს დიდხანს შეუნარჩუნებს!
13:23 / 09-06-2017
დამწყები დიასახლისები ხშირად მაცივარში შეხედვისას, აღმოაჩენენ ხოლმე პროდუქტებს, რომლებიც გაფუჭებას იწყებს ან უკვე გაფუჭებულია. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, გთავაზობთ რამდენიმე ნაცად ხრიკს, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულს დიდხანს შეუნარჩუნებს სიქორფეს.
Bon Repas – გემრიელი განტვირთვის ადგილი, სადაც პატიება ადვილია
16:07 / 08-06-2017
მაპატიე ყველაფერი, რაც მშიერმა გითხარი... - ამ სიტყვების თქმა თუ გიჭირთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ თბილისში ახლად გახსნილ კაფე Bon Repas-ს და გემრიელი სადილის შემდეგ უკვე აღარაფერი გაგიჭირდებათ.
5 შესანიშნავი იდეა, როგორ გამოვიყენოთ გადამწიფებული ბანანი
15:36 / 06-06-2017
თუ ოდესღაც ბანანები იყიდეთ და დაგავიწყდათ, გაშავებულის ჭამა კი არ გსურთ, ნუ იჩქარებთ გადამწიფებული ბანანის გადაყრას.
როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში  უხარისხო პროდუქტის შეძენა-მოხმარებისგან?
11:04 / 06-06-2017
ხორცეულის მოხმარება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა მას განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება.
5 რჩევა, როგორ მოამზადოთ უნიკალური და არომატული გასახდომი ჩაი
15:34 / 05-06-2017
მოწესრიგებული მეტაბოლიზმი და ლამაზი სხეული - ვინ არ ოცნებობს ამაზე?
როგორია იდეალური საუზმე
14:37 / 05-06-2017
მარცვლეულის ფაფა საუზმის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ვარიანტია.
ნუ შეიძენთ მარწყვს, თუ ნაყოფზე ეს შეამჩნიეთ! დაიცავით საკუთარი თავი და ახლობლები
13:02 / 02-06-2017
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხარისხიანი და ნატურალური მარწყვის არჩევა რთულია. პირველი მარწყვი, განსაკუთრებით, სათბურის, არცთუ ისე სასარგებლოა. თუმცა, სასარგებლო ნივთიერებები მცირე დოზებით მასში მაინც არის. მწიფე და სასარგებლო მარწყვის ასარჩევად, იხელმძღვანელეთ ამ რჩევებით.
სადილი გზაში:  რა გავიყოლოთ თან
13:26 / 28-05-2017
რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც ზაფხულობით პიკნიკების მოწყობა უყვარს.
როგორ მოვამზადოთ ლუნას საყვარელი კერძი - ბოსტნეული ცხლად შებოლილი სკუმბრიით?
11:02 / 23-05-2017
კომპანია „ნიკორამ“ საკუთარ სამზარეულოში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გამორჩეული სახე, ლუნას როლის შემსრულებელი მსახიობი ქეთი ხუციშვილი დაპატიჟა და მისცა შესაძლებლობა, რომ მისთვის საყვარელი კერძი მოემზადებინა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი