ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა დილით ძალიან ვჩქარობთ და ამ დროს მაცივრიდან გამოღებული კარაქი ქვასავით მაგარია და მისი წასმა პურზე, უბრალოდ, შეუძლებელია.
ამ პრობლემის გადაწყვეტის ძალიან სწრაფ და მარტივ მეთოდს ახლავე გასწავლით:
ჩაასხით ადუღებული წყალი ჭიქაში, გააჩერეთ რამდენიმე წამი, გადაასხით წყალი და ცხელ-ცხელი ჭიქა დააფარეთ კარაქის ნაჭერს.
ორ წუთში კარაქი მზად იქნება პურზე წასასმელად!
იხილეთ ვიდეოგაკვეთილი