სადილის მომზადება მარილის გარეშე წარმოუდგენელია. აღმოჩნდა, რომ მისი როლი შინაურულ საქმეებში უმნიშვნელოვანესია. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ, მაგრამ ძვირფას რჩევას.
1. მარილის დახმარებით ხალიჩის ფერს უფრო გამოკვეთავთ. ამისათვის, საღამოს მოაფრქვიეთ მარილი ხალიჩაზე და დილით სველი ჯაგრისით გაწმინდეთ.
2. გალესვამდე დანები მარილიან წყალში მოათავსეთ. გაგიადვილდებათ მათი გალესვა და მჭრელი მხარეც უფრო დიდხანს გაძლებს.
3. სამოსი არ გაიწელება, თუ მას მარილიან წყალში გაავლებთ, ხოლო სახამებელსაც თუ შეურევთ (1:1), თეთრეული უფრო ქათქათა და სუფთა გახდება.
4. სამოსიდან ცხიმის ლაქების მოცილებაშიც მარილი დაგეხმარებათ. ამისათვის შეურიეთ ერთმანეთს 3 სადილის კოვზი ნიშადურის სპირტი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი. წაუსვით სველ ჯაგრისს და გაწმინდეთ დალაქავებული ადგილები.
5. თუ სააბაზანოში "შმორის" სუნი გაჩნდა, მარილიანი ფიალა იატაკზე მთელი ღამით მოათავსეთ და სუნი გაქრება.
6. დაჭრილი ხახვი არ გაგიფუჭდებათ, თუ მას მარილს მოაყრით. მარილივე დაგიცავთ, რომ ხახვის, ნივრისა და თევზის დაჭრა-გასუფთავების დროს ხელებზე სუნი არ აგყვეთ. ამისათვის, მათ მომზადებამდე ხელებზე მარილი შეიზილეთ. აგრეთვე, ტაფებს, თეფშებსა და დანა-ჩანგალს ადვილად მოაცილებთ თევზის სუნს, თუ მათ გაცხელებული მარილით გაწმენდთ.
7. სათბურამ დიდხანს რომ გაგიძლოთ, ცხელი წყლის ჩასხმამდე მასში ცოტაოდენი მარილი ჩაყარეთ.
8. რძეს დამწვრის სუნს მოაშორებს და გემოს გაუუმჯობესებს მცირეოდენი (დანის წვერით ან მსხვილი მარილის რამდენიმე კრისტალი) მარილი.
9. თუ ბოსტნეულს ორთქლზე ამზადებთ, წყალში ცოტაოდენი მარილი ჩაყარეთ. იგი დუღილის ტემპერატურას გაზრდის და ბოსტნეული უფრო მალე მოიხარშება.
10. სარკეს კარგად გაგიპრიალებთ წყალი, რომელშიც მარილი გექნებათ ჩამატებული. ასეთივე ხსნარით შეგიძლიათ გაყინული ფანჯრები გაწმინდოთ. ხოლო მარილმა რომ დიდხანს გაძლოს და არ დაკოშტდეს (მაგალითად, ნესტისგან), მასში ბრინჯის რამდენიმე მარცვალი მოათავსეთ.