გარეთ უკვე შემოდგომაა და მოახლოებული უიქენდის დასაგეგმად პარასკევი საღამო საუკეთესო პერიოდია.
მით უმეტეს, რომ შემოდგომაზე განსაკუთრებით სასიამოვნოა უქმეების ქალაქგარეთ გატარება და ბუნების სილამაზით დატკბობა. იცოდით, რომ არსებობს გარკვეული ასტროლოგიური მითითებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნები ეთავსებიან საუკეთესოდ ერთმანეთს მოგზაურობასა და გართობაში? თუ არა, მაშინ ეს სტატია სათქვენოა.
ვერძი იდეალურად ახერხებს დასვენებასა და მოგზაურობას მშვილდოსანთან ან მერწყულთან. მათ ყოველთვის აქვთ სასაუბრო თემა და სამივე პასიურ დასვენებას აქტიურ რიტმს ამჯობინებს. სასურველია, მათ მთიან ადგილებს მიაშურონ.
კურო იდეალურად მოახერხებს განტვირთვას ქალწულისა და სასწორის კომპანიაში. ჩაის სმა საღამოობით, საუბრები წვრილმან-მსხვილმან საჭირბოროტო საკითხებზე, ჯანსაღ კვებასა და მოდაზე.
ტყუპი არაჩვეულებრივ დროს გაატარებს მორიელთან და ლომთან ერთად. ამგვარი უიქენდის დროს იგი არაერთ საკითხზე დაფიქრდება სიღრმისეულად და ბოლომდე გაიაზრებს მათ.
კირჩხიბი სულიერად დაისვენებს, თუკი უიქენდს კუროსა და თევზების გარემოცვაში დაგეგმავს. მათ საშუალება ექნებათ, სხვადასხვა სახის გემრიელობები მოამზადონ და დააგემოვნონ ერთად, თან ერთმანეთს კულინარიული აღმოჩენებიც გაუზიარონ.
ლომს ყველაზე დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მერწყულთან და მშვილდოსანთან გატარებული უიქენდი. საღამო სასურველია რომელიმე ღამის კლუბში დაგეგმოთ, სადაც დილამდე იმხიარულებთ.
ქალწულისთვის იდეალურია უიქენდი თხის რქისა და სასწორის გარემოცვაში. მათ საშუალება ექნებათ, ერთმანეთს ინტელექტუალურ პაექრობაში გაეჯიბრონ.
სასწორი თავს ბედნიერად იგრძნობს, თუკი უიქენდზე თევზებთან და ლომთან ერთად მოინახულებს თეატრს, საგამოფენო დარბაზს ან კინოთეატრს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge