ეს არის დაპრესილი ხაჭო და ის მზადდება რძისა და ლიმონისგან. მას მთელი რიგი სამკურნალო თვისება აქვს: აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაგრებს გულის კუნთს, ძვლებსა და სახსრებს, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ასევე, შველის ნერვულ აშლილობასა და დეპრესიას.
ის არ მოქმედებს უარყოფითად კუჭ-ნაწლავზე, კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ და ძალიან გემრიელია.
ხაჭოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ერთი ლიტრი რძე;
1 ცალი ლიმონი.
თავდაპირველად გამოწურეთ ლიმონის წვენი, დადგით გაზზე ქვაბით რძე. როცა რძე კარგად გაცხელდება, მაგრამ არ ადუღდება, ჩაასხით ლიმონის წვენი და ჩქარ-ჩქარა ურიეთ, რძე მაშინვე აიჭრება. უმალვე გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.
სულ ეს არის, ხაჭო მზად არის, დარჩა მხოლოდ მისი გაწურვა მარლის ან წმინდა საწურის მეშვეობით.
ჭამის წინ ხაჭოს დაუმატეთ თაფლი ან არაჟანი.
ხაჭოს გაწურვის შემდეგ დარჩენილი შრატი არ გადაღვაროთ, მასაც სამკურნალო თვისებები აქვს!
ძალიან გემრიელია მასზე მომზადებული "აკროშკა".