თუ მოგენატრათ სახლში გამომცხვარი ტორტის გემო, მაშინ ბისკვიტისთვის ჩვენი რეცეპტი გამოიყენეთ.
ინგრედიენტები:
კვერცხი - 12
შაქარი - 2 ჭიქა
ფქვილი - 2 ჭიქა
ვანილი
ამ რეცეპტის მიხედვით, ტორტი ცხვება ღუმლის გარეშე, გაზქურის ზემოდან, ქვაბში. გამოდის თანაბარი, ფუმფულა ბისკვიტი. საცდელად შეგიძლიათ ჯერ ინგრედიენტების 1/4-ით მოამზადოთ, ანუ 3 კვერცხით, 1/2 ჭიქა შაქრით და ამდენივე ფქვილით, 16-18 სმ დიამეტრის ქვაბში.
ცხობისას აუცილებლად დაგჭირდებათ ე.წ. გამანაწილებელი, რომელიც უნდა დადოთ ქურაზე ზემოდან, შემდეგ კი ქვაბი დაადოთ. გამანაწილებელი სითბოს თანაბრად და ზომიერად ანაწილებს. თუ არ გაქვთ, შეიძლება თუჯის სქელძირიანი ტაფა გამოიყენოთ. ჯერ ტაფას დადებთ ცეცხლზე, შემდეგ მასში ჩადგამთ ქვაბს. გამანაწილებელი წინასწარ უნდა გააცხელოთ, ცეცხლი კი უნდა იყოს აუცილებლად მინიმალური.
12-კვერცხიანი რეცეპტისთვის დაგჭირდებათ 32-35 სმ დიამეტრის ალუმინის სწორგვერდებიანი ქვაბი. ძირში ჩააფინეთ ქაღალდი, ცხიმს ნუ წაუსვამთ. ქვაბის თავსახურს შემოახვიეთ პირსახოცი.
მომზადება იხილეთ სრულად: gemrielia.ge