ზამთრის დადგომისთანავე აქტუალური ხდება კითხვა - როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რომ ვირუსული ინფექციები არ მოგვერიოს.
საამისოდ გარკვეული მედიკამენტებიც არსებობს, მაგრამ ქიმიური პრეპარატების მოხმარება ჯანმრთელი ადამიანისთვის მთლად სასიამოვნო არ არის. გთავაზობთ არაერთხელ ნაცად საშუალებას - ხალხური მედიცინის მარგალიტებს.
რეცეპტი#1
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1/2 ჭიქა ქიშმიში, 1 ჭიქა ნიგოზი, 0,5 ჭიქა ნუში, 2 ცალი ლიმონის კანი. მასაში ჩააწურეთ ორივე ლიმონის წვენი. დაამატეთ 150 გრ. თაფლი, 0,5 ჭიქა გარგრის ჩირი და ამდენივე შავი ქლიავის ჩირი. გააჩერეთ 1-2 დღე ბნელ ადგილას მინის ჭურჭელში. შემდეგ შეინახეთ მაცივარში. უფროსებმა მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ბავშვებმა სამი წლიდან - 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
იხილეთ რეცეპტი#2