ახალი წლის დადგომამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დრო დარჩა, მაგრამ საახალწლო სამზადისი ნელ-ნელა ძალაში შედის.
შესაბამისად, ჩვენი საიტი ცდილობს, მაქსიმალურად ოპერატიულად და აქტიურად მოგაწოდოთ ინფორმაციები, რომლებიც დამდეგი ახალი წლის სწორად დახვედრასა და სადღესასწაულო დღეების ორგანიზებაში დაგეხმარებათ.
2015 წელი, რომელიც ოფიციალურდ 19 თებერვალს შემოაბიჯებს, ლურჯი/მწვანე თხის (ცხვრის) წელია. წლის მმართველ სტიქიად კი ხე ითვლება. აქედან გამომდინარე, სადღესასწაულო სუფრა შეგიძლიათ ტრადიციული, ქართული კერძების სიუხვით არ გადატვირთოთ და შედარებით უფრო მსუბუქი, ევროპული იერი მისცეთ მას.
თხას მწვანილეული და ბალახი უყვარს. შესაბამისად, საახალწლო სუფრაზე, კარგი იქნება, თუკი რამდენიმე სახის სალათას, ფხალეულს და ბოსტნეულის ნაირსახეობას წარმოადგენთ. გარდა ამისა, იდეალური მიგნებაა ჩირეულისა და თხილეულის ასორტით სუფრის გალამაზებაც. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ მაგიდაზე ნაკლებად იყოს წარმოდგენილი ხორცეული, განსაკუთრებით კი, ცხვრის ხორცი.
იხილეთ სრულად: astrologi.ge