ხომ შეიძლება, მოულოდნელად სასურსათო კრიზისი შეიქმნას?! სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელ პროდუქტებს აქვთ შენახვის დიდი ვადა, რათა მოვიმარაგოთ.
1. ბრინჯი
ბრინჯს აქვს ყველა ის თვისება, რომ შეინარჩუნოს ხარისხი და გემო დიდი ხნით.
თეთრი, ჟასმინი, ველური, არბორიო და ბრინჯი ბასმატი – ყველა ამ სახეობას შეუზღუდავი შენახვის ვადა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ყავისფერ ბრინჯს თეთრზე მეტი სასარგებლო თვისება გააჩნია, ნაკლები შენახვის ვადა აქვს.
2. დისტილირებული თეთრი ძმარი
თეთრი ძმარი სალათებისა და მარინადების შესაკმაზად ყველაზე პოპულარული არჩევანია. იმის გამო, რომ მას შენახვის დიდი ვადა აქვს, ძმარი შესანიშნავი არჩევანია უამრავი პროდუქტის მოსამზადებლად და შესანახად. თეთრი ძმარი ინარჩუნებს ხარისხსა და გემოს, პრაქტიკულად, მთელი "ცხოვრება".
3. ზღვის მარილი
ზღვის მარილი ტრადიციული სუფრის მარილის "ბუნებრივი" ფორმაა. გარდა თავისი ხარისხის, გემოსი, მას შეუზღუდავი შენახვის ვადა აქვს.
4. თაფლი
თაფლს იმდენად დიდი ხნის შენახვის ვადა აქვს, რომ ის ეგვიპტურ სამარხებშიც კი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ის დროთა განმავლობაში იცვლის ფერს და შაქრდება, ის საჭმელად ყოველთვის ვარგისია. მეტიც, მას შეგიძლიათ დაუბრუნოთ პირვანდელი მდგომარეობა მარტივად - უბრალოდ, თაფლიანი ქილის თბილწყლიან ჭურჭელში ჩადგმით.
5. სიმინდის ფქვილი
სიმინდის ფქვილს ბევრნაირი გამოყენება აქვს. გარდა იმისა, რომ უგემრიელესი მჭადი ცხვება, სიმინდის ფქვილით შეგიძლიათ გაასქელოთ სხვადახვა სოუსი ან სუპი. მისი შენახვის ვადა განუსაზღვრელია.
6. ვანილის სუფთა ექსტრაქტი
ვანილის სუფთა ექსტრაქტი, თავისი ხელოვნური შემცვლელისგან განსხვავებით, დიდი ხნით, სამუდამოდ ინახება.