წყლიან მინის ჭურჭელში მოთავსებული კვერცხები დანომრილია:
პირველი კვერცხი ახალია, რადგან ჯამის ფსკერზე თანაბრად ”წევს”.
მეორე კვერცხი ერთი კვირისაა. ისიც ფსკერზეა, მაგრამ ერთი მხარე აწეული აქვს.
მესამე კვერცხი სამი კვირისაა. მისი წვეტიანი მხარე ფსკერისკენაა მიმართული, ბლაგვი კი თითქოს წყლიდან ამოსვლას ლამობს.
მეოთხე კვერცხი ძველია. იგი ზედაპირზე ტივტივებს და მისი ჭამა ,განსაკუთრებით, ბავშვებისთვის დაუშვებელია.