იცით, რომ პროდუქტები, რომლებიც სამზარეულოში გაქვთ, ჯადოსნური თვისებების მატარებლებია?
ბრინჯი ფულის მოსაზიდად - თუ გსურთ, შემოსავალი გაიუმჯობესოთ, ფულის გარკვეული რაოდენობა (მონეტებიც და ქაღალდის კუპიურებიც) ბრინჯიან ქილაში მოათავსეთ. ფულის შემოდინებას გაიუმჯობესებთ, თუ საფულეში ცოტაოდენ ბრინჯს ჩაიყრით.
კვერცხი ნეგატივის გასაწმენდად - ცუდი თვალის, სტრესისა და უსიამოვნო ემოციებისგან დასაცავად თეთრი კვერცხი ძილის წინ საწოლთან დაიდეთ. დილით თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
მარილი უსიამოვნებებს აგაცილებთ - თუ ცხოვრებაში უსიამოვნებები შეგხვდათ ან მიგაჩნიათ, რომ ვიღაცამ გაგთვალათ, დასახმარებლად მარილი გამოიყენეთ. იგი ოთახის ყველა კუთხეში უნდა მოაბნიოთ. მიჩნეულია, რომ მარილს უარყოფითი ენერგიის განეიტრალება შეუძლია. 2-3 დღეში კუთხეები ჩვეულებრივი წესით გამოხვეტეთ.
პური ფულის მოსაზიდად - კეთილდღეობისა და სახლში ბარაქის მოსაზიდად რაფაზე ჩიტებს პურის ნამცეცები დაუყარეთ. ფრინველებისა და საერთოდ, ნებისმიერი სულიერი არსებისადმი გაწეული კეთილი საქმე დადებით ენერგიასა და ბარაქას შეგმატებთ.