თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი ხელმომჭირნეობასა და წუწურაქობას შორის? იცით თუ არა, რომ სიძუნწემ, რომელსაც ესა თუ ის ინდივიდი მარტოოდენ "გონივრულ ეკონომიას" უწოდებს, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდეც კი მიიყვანოს ადამიანი?
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ დამგროვებლობა და მატერიალისტური დამოკიდებულება ამქვეყნად ყველაფრის მიმართ მომავალ ცხოვრებაში კარმულ ვალებს გაგიმრავლებთ, თუმცა, სანამ მომავალ ცხოვრებამდე მისულხართ, არც ამ ცხოვრებაში მოგიტანთ კარგს გადამეტებული წუწურაქობა - შესაბამისად, სასურველი იქნება, ქვემოთ მოყვანილ სტატიას გადახედოთ და თუ მაინცდამაინც თქვენი თავი აღმოაჩინეთ სამეულში, გულწრფელად დაფიქრდეთ იმაზე, წინდახედული ხართ ფინანსებთან დამოკიდებულებაში თუ მაინც წუწურაქი?
ზოდიაქოს ყველაზე დიდი წუწურაქების სია კი დაახლოებით ასე გამოიყურება:
კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ფული რომ უყვართ, ეს ნებისმიერისთვის ცნობილია. გარდა ამისა, კირჩხიბს გამუდმებით სტანჯავს მომავლის შიში. შესაბამისად, ყოველთვის გააჩნია "შავი დღისთვის" გადანახული დანაზოგი. ეს შავი დღე კი არა და არ მოდის. დამგროვებლობას კირჩხიბები არამხოლოდ ფულთან მიმართებაში ავლენენ; ისინი აგროვებენ ნივთებს, ღამის პიჟამებს, კბილის ჯაგრისებს, ბებიის მოხუფულ მურაბებსა და კონსერვებს ისევ და ისევ ზემოხსენებული "შავი დღის" გადასაგორებლად. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ ნაცნობ კირჩხიბს, რატომ ინახავს ხუთი წლის წინ დაბადების დღეზე ნაჩუქარ პენუარს, მაშინ, როცა დღეს მასში ფიზიკურად ვეღარ ეტევა - პასუხი გაინტერესებთ? "ოდესმე დაიკლებს და ჩაიცვამს, ან უკეთეს შემთხვევაში, შვილს დაუტოვებს, რომელიც ჯერ არ ჰყავს".
ქალწული - ის, რა თქმა უნდა, კირჩხიბივით მურაბებისა და კონსერვების შეგროვებით არ არის დაკავებული, მას ამ მხრივ გაცილებით უფრო "დახვეწილი გემოვნება" აქვს. ფული ბანკში უნდა იდოს დეპოზიტზე, ამ თანხით კი, თუ დაგჭირდა, მთელ საკონსერვო ქარხანას იყიდი. ქალწულის დამოკიდებულება ფულის მიმართ მისი შრომისმოყვარეობის ეკვივალენტურია, მას მუშაობა უფრო უყვარს, ვიდრე ფულის შეგროვება, თუმცა მუშაობა შედეგის გარეშე - ეს მისი სტილი არაა. ახლა ხვდებით, რატომ არიან მსოფლიოს მილიარდერებს შორის ყველაზე მეტი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული?
იხილეთ სრულად: astrologi.ge