ბლინები ყველას უყვარს, მაგრამ მათი მომზადება ბევრს არ ეხალისება...
იმისთვის, რომ ბლინი გემრიელი და ლამაზი გამოვიდეს, დიასახლისს კარგა გვარიანი შრომა სჭირდება. ამიტომ იდეალური ბლინების მოსამზადებლად ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს. მისდიეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ წესებს და ყველაფერი მშვენივრად გამოგივათ!
1. ბლინების მოსამზადებლად ყოველთვის აირჩიეთ საუკეთესო, ხარისხიანი პროდუქტები. ბლინის ცომი, ძირითადად, სამი კომპონენტისგან შედგება: კვერცხის, რძისა და ფქვილისგან. თვალყური ადევნეთ, რომ კვერცხი და რძე ახალი იყოს. ძალიან ცხიმიან რძეს ნუ გამოიყენებთ.
2. დაიცავით სწორი ბალანსი ინგრედიენტებს შორის, რათა მიიღოთ საჭირო კონსტიტენციის ცომი. პირველი ნაბიჯი ბლინის ცომის მოსამზადებლად - ათქვიფეთ კვერცხი მწიკვ მარილთან და შაქართან ერთად ჩანგლით.
სამზარეულოში თქვენ შეიძლება გქონდეთ ბლენდერიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვერცხი მაინც ჩანგლით ათქვიფეთ. ფქვილი დაუმატეთ ნელ-ნელა, რათა ცომი ალაგ-ალაგ არ შეიკრას. ამიტომ ნუ ჩაყრით ერთბაშად ბევრ ფქვილს. როცა კვერცხისა და ფქვილის მასა ძალიან გასქელდება, მაშინ ჩაასხით რძე.
3. შეგეძლოთ ლოდინი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. იგივე ეხება ბლინებსაც. ყველაზე გემრიელი ცომი ისაა, რომელიც გამოცხობამდე მთელი დღე მაცივარში იდო. სცადეთ და დარწმუნდებით!
4. როგორც წესი,პირველი ბლინი ყოველთვის ფუჭდება, მაგრამ ამის გამო ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ.
5. სწორად არჩეული ტაფა - ესაა იდეალური ბლინების ცხობისთვის აუცილებელი ელემენტი. ამიტომ ნუ დაინანებთ ფულს და იყიდეთ კარგი ტაფა, რომელიც სპეციალურად ბლინების ცხობისთვისაა განკუთვნილი. ამით საგრძნობლად გაიმარტივებთ ცხოვრებას!