”რეიტინგში” რამდენიმე წლის წინ ერთი საინტერესო რუბრიკა გვქონდა, სადაც ცნობილი ადამიანები თავიანთ საყვარელ კერძებსა და მისი მომზადების რეცეპტებზე გვესაუბრებოდნენ.
მაშინ ლელა მებურიშვილი ამბობდა, რომ ჭამა არ უყვარს და ხანდახან იმაზეც უფიქრია, რომ ნეტა დასანაყრებელი აბები იყიდებოდეს. არ უყვარს მწვადი და ხინკალი. ''არ ვარ ადამიანი, რომელიც ჩებურეკსა და ”ოსტრს” შეჭამს, - ამბობს ლელა. არ მოსწონს კერძების სახელებიც, მაგალითად, ჩიხირთმა, ბოზბაში, ყაურმა. უყვარს სალათები, ტკბილეული, ხილი, ნაყინი, კანფეტები, შოკოლადი.
ამჯერად თავისი საყვარელი სალათის რეცეპტი გაგვიმხილა.
ლელა:
- პირველ რიგში, დაბალ ცეცხლზე ზეთში მოთუშავთ წვრილად დაჭრილ ხახვს, დაუმატებთ გახეხილ სტაფილოს და გააგრძელებთ თუშვას. მერე დაუმატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ბადრიჯანს და ეს უკანასკნელი რომ დაიბრაწება, გამორთავთ ცეცხლს.
მომზადება იხილეთ სრულად