ადამიანები რომ სხვადასხვაგვარი ფსიქოლოგიური შტრიხებით, მენტალიტეტითა და მიდრეკილებებით ევლინებიან ამ ქვეყანას ზუსტად ამის ბრალია, რომ ხშირად ერთი შეხედვით არაფრის გამო იწყება ბევრ მათგანს შორის ჩხუბი და დავიდარაბა.
ყველას როდი აქვს უნარი, საერთო ენა გამონახოს ან თუნდაც სცადოს კომპრომისზე წასვლა საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან. ასტროლოგები მარტივ ფორმულას გთავაზობენ იმის დასადგენად, ვისთან ურთიერთობა შეიძლება იყოს თქვენთვის ყოველდღიურობაში რთულად დასარეგულირებელი. თუმცა გახსოვდეთ, ეს მხოლოდ ზოგადი ფორმულებია და თანამშრომლობის, კომპრომისის სურვილი და უნარი წყვეტს საბოლოო ჯამში იმას, ომი გექნებათ თუ მშვიდობა გარშემო მყოფებთან.
ხისტი ვერძი და გულჩვილი კირჩხიბი თითქმის ვერასოდეს თანაარსებობენ ერთად. არანაკლებ პრობლემატურია ვერძისთვის თხის რქა თავისი სიჯიუტითა და სასწორი ზედმეტად მერყევი ხასიათით.
კომფორტის და უბრალოების მოყვარული კურო, ძნელად ეგუება ლომისთვის დამახასიათებელ მეფურ მანერებს, მას ასევე არ მოეწონება მერწყულის არაპროგნოზირებადობა და უცნაური გამოხდომები.
მოძრავ, კომუნიკაბელურ ტყუპს საშინლად გააღიზიანებს პეწენიკა ქალწული თავისი შენიშვნებით, იგი ასევე ვერ აიტანს დიდხანს თავის გვერდით პირქუში თხის რქის არსებობას.
სენსიტიური და მორცხვი კირჩხიბი ძნელად გადაიტანს უხეშ ვერძთან კონტაქტს, მას ასევე გააღიზიანებს სასწორის ზედაპირულობა და საფასადო ღიმილი.
ამაყი, ექსპანსიური ლომი მოთმინებიდან შეიძლება გამოიყვანოს მორიელის მზაკვრობამ და ცინიზმმა, მას ასევე არ მოეწონება კუროს სიძუნწე და კარჩაკეტილობა.
წესრიგის მოყვარული და პუნქტუალური ქალწული ნევროზამდე შეიძლება მიიყვანოს უპასუხისმგებლო, ფეთხუმმა მაგრამ მუდამ მხიარულმა მშვილდოსანმა. ქალწულის გაღიზიანება თევზებსაც შეუძლია, საკუთარი უსუსური იმიჯით და მუდამ ღრუბლებში ფრენით.
იხილეთ სრულად: astrologi.ge