1. დაივიწყე შენი ნაკლოვანებები, იფიქრე მხოლოდ საკუთარ ღირსებებზე. ეს არის შენი პირველი მცნება.
2. ნუ ჩამოუშვებ ცხვირს. უნაკლო ქალი ყოველთვის პირდაპირ იყურება.
3. მეტი პოზიტივი. იყავი აქტიური და საკუთარ თავში დარწმუნებული. ეცადე, მიიღო რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია.
4. ილაპარაკე ტუჩებით. "წარმოდგენაც არ გაქვს, რისი გაკეთება შეუძლია ტუჩის მბზინავი საცხის ერთ წვეთს. ასეთი ტუჩები სულ გინდა, რომ კოცნო!"
5. ისწავლე მოსმენა. დააფასე სხვისი აზრი. ნუ მოახვევ სხვას შენს აზრს.
6. მოუარე წარბებს. თვალები – სულის სარკეა, მაგრამ არ ღირს, დაივიწყო მისი ჩარჩოც. აჯობებს, სპეციალისტთან გაიკეთო წარბის კორექცია.
7. ნუ შეგეშინდება ცვლილებების. განვითარდი, იარე წინ. იყავი მრავალმხრივი. ნუ ჩაიციკლები ერთზე. სცადე. მოძებნე საკუთარი თავი.
8. მოძებნე "შენი" პარფიუმი და დარჩი მისი ერთგული. არომატები ადამიანებთან ასოცირდება.
9. დაზოგე ღაწვის ჩრდილები. მეტი დრო გაატარე ჰაერზე. ქალი, რომელსაც სიცივისგან აქვს ლოყები აღაჟღაჟებული, გინდა, რომ გაათბო.
10. იყავი აზარტული. მაგალითად, ისწავლე ფარიკაობა.
11. ნუ მიბაძავ სხვებს. იპოვე საკუთარი სტილი. მხოლოდ სულელი ბიჭი იამაყებს იმით, რომ მისი გოგო ანჯელინა ჯოლის ჰგავს.
12. მოიმარაგე მენთოლიანი კანფეტები. ყველა რეკლამა იმას გაიძახის, რომ სუფთა სუნთქვა ამარტივებს ურთიერთობას. ასეც არის!
13. მიირთვი გემრიელად და ლამაზად. სიტყვა "დიეტა" გამაღიზიანებელია.
14. ყურადღება მიაქციე ნაბიჯებს. იარე ქალურად. ნუ იყურები ფეხებში, არ იჩქარო და არ იქანავო.
15. მოუკელი ზომებს. გადახედე ჩანთის შემადგენლობას. რა საჭიროა ამდენი რამ პატარა, სიმპათიურ ჩანთაში?
16. მეტი იკითხე. საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნოა.
17. იყავი მიზანდასახული. დაისახე მიზანი და ჯიუტად იარე მისკენ. ენდე შინაგან ხმას. მიზანდასახული ადამიანები მიმზიდველები არიან.
18. მოიმარაგე სანელებლები. ისწავლე თუნდაც ერთი კარგი კერძის მომზადება და გაახარე ამით მეგობრები და ახლობლები, თუნდაც ეს, უბრალოდ, ვაშლის ღვეზელი იყოს.
19. მოუარე თავს. საღამოს ვარცხნილობა – ძალიან კარგია, ოღონდ დღესასწაულებისთვის; ხოლო თმა, რომლის შეხებაც მოგინდება, ჯანმრთელია და მბზინავი, თუნდაც ის გაწეწილი იყოს, მაინც.
20. არ ისაუბრო მთავარზე. გოგონებო, ნუ მოყვებით პირველივე პაემანზე ყველაფერს! დაიტოვეთ რაღაც საიდუმლო, კაცებს ისე უყვართ გამოცანები.
21. არ აუმაღლო ხმას. ყოველთვის შეძელი თავის ხელში აყვანა.
22. ითამაშე! გადაიღე ფილმი საკუთარ თავზე, მთავარი როლი თავად შეასრულე, მოირგე სხვადასხვა იმიჯი. იყავი განსხვავებული და ერთნაირად ნამდვილი ყოველთვის.
23. ნუ იფილოსოფოსებ. გამაღიზიანებელია, როცა ქალი საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით აჩვენებს, როგორი ჭკვიანია, აფრქვევს აზრებსა და ციტატებს.
24. გაუკეთე საჩუქრები მეგობრებსა და ნაცნობებს. პატარა და თუნდაც ხელნაკეთი. უბრალოდ, ისე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე; მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ხარ.
25. ჩაჰკიდე ხელი. შეეხე ადამიანს საუბრის დროს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება და მოსაუბრეს კეთილად განაწყობს.
26. ნუ იცქმუტებ, ნუ აგორავებ მაგიდაზე ბურთულას, ნუ დაკეცავ ხელსახოცს. ეს ჟესტები საშინელებაა. იმის მაგივრად, რომ ნერვულად აწვალო თმა, გადაიყარე სულის შებერვით თმა სახიდან. ბევრი ამას სექსუალურად მიიჩნევს.
27. ისწავლე გარჩევა. ჩაიცვი სექსუალურად, მაგრამ არა ვულგარულად. ან მოკლე ქვედაბოლო, ან გამომწვევი ზედა, ან მკვეთრი ფერის პომადა. მაგრამ ერთად – არასოდეს!
28. მოუარე ხელებს. არ დაივიწყო მანიკიურის შესახებ. მოვლილი ხელები – ეს ის არის, რასაც სიამოვნებით ჩაჰკიდებენ ხელს.
29. ეცადე, სულ გაიღიმო. ყველამ ნახოს, რომ ბედნიერი ხარ.
30. ცოტა ილაპარაკე საკუთარ თავზე. აჯობებს, სხვებმა გკითხონ, ვიდრე საკუთარი ნებით ისაუბრო.
31. ნუ იტირებ. ქალები თვლიან, რომ ეს ხრიკი ძლიერ სქესს გულს უჩუყებს. სინამდვილეში, პირიქით.
32. ნუ დაზოგავ აქსესუარებზე. გქონდეს პატარა განმასხვავებელი ნიშანი, თუნდაც სულ პაწაწინა.
33. აჟუჟუნე თვალები. დიდი თვალები მომნუსხველია. სასურველია, რომ ტუშის სიშავეში თვალები არ ჩაიკარგოს.
34. უყურე მოსაუბრეს თვალებში. სწორედ ამას უწოდებენ კეკლუცობის ხელოვნებას.
35. შეაქე გულწრფელად. უთხარი გარშემომყოფებს კომპლიმენტები. ოღონდ გულწრფელად!
36. იარე ამაყად. ამიტომ ფეხსაცმელი კომფორტული უნდა იყოს. მაღალ ქუსლებზე ქანაობით სიარულით მამაკაცს ვერ მოხიბლავ, ხოლო მაგარ სპორტულ ფეხსაცმელში, აუცილებლად.
37. არ დაივიწყო იუმორი. ნუ შეგეშინდება საკუთარ თავზე სიცილის. ეს შენს იუმორის გრძნობაზე იმეტყველებს.
38. იყავი მოწოდების სიმაღლეზე. ისწავლე, ესაუბრო ბიჭებს მათსავე ენაზე, გაიგო მათი ხუმრობები. ეს მნიშვნელოვანია!
39. იყავი მარტივი. ნუ შექმნი ბუზისგან სპილოს.
40. ნაკლები დრო გაატარე შინ. ირგვლივ იმდენი საინტერესო რამ არის! შეისწავლე სამყარო და გაუზიარე აღმოჩენები მეგობრებს.
41. ისწავლე კეკლუცად წარბის მაღლა აწევა. ბიჭებს ეს აგიჟებთ!
42. ნუ იფიქრებ გამუდმებით იმაზე, როგორ გამოიყურები გვერდიდან. მოდუნდი და ისიამოვნე.
43. გაიხსენე ყველას დაბადების დღე – ეს მნიშვნელოვანია. ამიტომაც შეადგინე ახლობლების დაბადების დღეების სია.
44. შეინარჩუნე ჩაცმის ინდივიდუალური სტილი. ნუ შეერევი ბრბოს, მაგრამ ნურც ზედმეტად იორიგინალურებ.
45. ნუ შეგშურდება. დატკბი იმით, რაც შენ გაქვს.
46. გამოუტყდი სიყვარულში, მაგრამ მათ, ვინც მართლა გიყვარს.
47. გჯეროდეს საქმის და არა სიტყვების. სიტყვები შეიძლება ცარიელი იყოს.
48. იყავი მეგობარი. ნუ მისცემ უფლებას, ილაპარაკონ ცუდად შენთვის ძვირფას ადამიანებზე. ეს დასაფასებელია.
49. გაიზიარე შენთვის ძვირფასი ადამიანის ინტერესები. მას უფრო მეტად შეუყვარდები.
50. გიყვარდეს საკუთარი თავი და საკუთარი სხეული. მოიწყვე პატარა დღესასწაულები. მაგალითად, მიიღე ქაფის, მარილის ან ეთერზეთების აბაზანა. ეს შენს კანს გლუვს გახდის, ხოლო საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს – უფრო ღრმას.
51. გაეცი სიყვარული ბავშვების, სხვა ადამიანების და ცხოველების მიმართ.
52. შეეცადე, ყოველთვის ზრდილობიანად უპასუხო ტელეფონს, თუნდაც ნომერი შეეშალოთ, მაინც.
53. ჩაიცვი მხოლოდ ის, რაც გიხდება. ისწავლე, სათანადოდ შეაფასო საკუთარი გარეგნობა.
54. ფანტაზიები? ეცადე, ნაკლებად გამოიგონო. ეს აგაცილებს უხერხულ სიტუაციებს.
55. შეაგროვე ტალანტები. ნიჭიერი ქალბატონები მშვენივრები არიან.
56. ნუ შეიკავებ ემოციებს. გამოხატე ისინი ღიად, მაგრამ სპექტაკლსაც ნუ დადგამ.
57. გარისკე! მაგრამ გემოვნებით.
58. დააფასე დრო. ნუ დახარჯავ მას სისულელეებზე. გაატარე დრო სასარგებლოდ.
59. ნუ დაამცირებ ადამიანებს. არ გაქვს ამის უფლება.
60. გახდი კომპანიის ლიდერი! ეს არც ისე რთულია.
61. ქედმაღალი ადამიანები არავის უყვარს. ყინულის დედოფლები ცოტას თუ იზიდავს!
62. იყავი გულწრფელი. გულწრფელი!
63. გააკეთე საყვარელი სიმღერების თემატური ალბომი და აჩუქე მეგობრებს. კარგი იდეაა!
64. ისწავლე სიმღერა და მიუძღვენი, პირველ რიგში, მას.
65. გიყვარდეს! კეთილად მოექეცი ადამიანებს.
66. ნუ ილაპარაკებ ცუდად ყოფილ შეყვარებულებზე.
67. დაძინების წინ იფიქრე სასიამოვნოზე. კარგ ხასიათზე გაგეღვიძება.
68. ნუ მოიტყუები. ეს უხერხულ სიტუაციებს აგარიდებს თავიდან.
69. სვი ნაკლები გაზიანი სასმელი. ასე თავს დაიცავ ცელულიტისგან.
70. საერთოდ არ დალიო ალკოჰოლური სასმელები. ერთი ბოკალი ღვინო არ ითვლება. მთვრალი ქალი საშინელებაა.
71. არასოდეს გაიღიავო თმა ერთ ტონზე მეტით. როცა გაიზრდება, ულამაზო იქნება.
72. ყოველთვის გქონდეს გაკეთებული პედიკიური. დიახ, ზამთარია. დიახ, ვერავინ ხედავს, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ფეხის ფრჩხილამდე მოწესრიგებული ხარ. ეს მნიშვნელოვანია.
73. აირჩიე. ეცადე, მეტად იკონტაქტო ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც გსიამოვნებს.
74. ნუ აეკიდები. უმჯობესია, ისე მოიქცე, რომ დაგპატიჟონ.
75. მოერიდე სასურათე ჟესტებს. იყავი ბუნებრივი.
76. მინიმუმი კოსმეტიკა! შენ ხომ არ ხარ დედიკო "მულენ რუჟიდან".
77. შეისწავლე ეტიკეტის ელემენტარული წესები და გამოიყენე ისინი შესაბამისად.
78. ნუ შეგრცხვება შენი სისუსტეების. მიეცი თავს უფლება, იყო ხანდახან კაპრიზული, საყვარელი და სასაცილო.
79. ნუ მოგერიდება საკუთარი ღირსებების წარმოჩენის. გრძელი ფეხები გაქვს? – ჩაიცვი ვიწრო ჯინსი. კარგი კანი გაქვს? – უარი თქვი ტონალურზე. გრძელი თმა გაქვს? – დაივიწყე ქიმია.
80. იშრომე! ნუ დაიზარებ – მიიღე კიდევ ერთი ცოდნა ან ღირსება. ასე კიდევ უფრო დააფასებ საკუთარ თავს.