ძალიან გამოსადეგი რჩევები:
<div></div>
- ერბოკვერცხი ჰაეროვანი რომ გამოგივიდეთ, თითო კვერცხზე თითო სადილის კოვზი ცივი წყალი დაუმატეთ.
- საფუვრიან ცომს ცოტა კონიაკი დაუმატეთ, ცომი არომატული და გემრიელი გამოგივათ.
- ბეზესთვის ცილებს სწრაფად ათქვიფავთ, თუ მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე მაცივარში შეინახავთ და რამდენიმე წვეთ ლიმონს (ან დანის წვერით ლიმონმჟავას) დაუმატებთ. კვერცხის გულებს რაც შეეხება, მათ სითბო და შაქარი უყვართ.
- თუ ხორცის მთლიანი ნაჭრის შეწვას აპირებთ და გსურთ, ხორცი გემრიელად იყოს დაბრაწული, შეწვამდე სანელებლებთან ერთად ხორცს თაფლი უნდა გადაუსვათ.
- თუ სალათისთვის ხახვის დამატებას აპირებთ, მას ცხელი წყალი გადაავლეთ. ასე ზედმეტ სიმწარეს დაკარგავას და კერძი უფრო გემრიელი გამოგივათ.
- ორცხობილა რბილი დარჩება, თუ გამოცხობამდე შაქარს მოაყრით.
- მოხარშვისას კვერცხები რომ არ დასკდნენ, ისინი ცივ წყალში გარეცხეთ.
- ადუღებისას რძე რომ არ მიგეწვათ, ქვაბს ცივი წყალი მოავლეთ და რძე დაბალ ცეცხლზე დადგით.
- ბოსტნეული უშუალოდ მომზადების წინ დაასუფთავეთ. დაუშვებელია, მათი წინა დღეს დასუფთავება და მაცივარში შენახვა.
- მოხარშულმა სტაფილომ გემო რომ შეინარჩუნს და სალათი გაგიგემრიელოთ, 5-10 წუთი ხარშეთ და მარილი მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ.
- მარილი რომ არ დაგისველდეთ, მარილიან ქილაში რამდენიმე მარცვალი ბრინჯი ჩააგდეთ.
- მოხარშვისას ბრინჯი ფანტია რომ დარჩეს, მომზადების წინ ოდნავ მოხალეთ, მაგრამ გაითვალისინეთ, რომ მოხალვის შემდეგ იგი ზომაში დიდად აღარ მოიმატებს. ხოლო თუ გსურთ ბრინჯი გამჭვირვალე იყოს, 5 წუთით მდუღარეში წყალში მოათავსეთ.
- მაკარონი და ბრინჯი მოხარშვის შემდეგ ერთმანეთს რომ არ შეეწებოს, ხარშვისას ან ცოტა ზეთი დაუმტეთ, ან მოხარშვის შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ.
- მომჭკნარ კამასა და ოხრახუშს გამოაცოცხლებთ, თუ ცოტა ხნით წყალში ჩადებთ, რომელსაც რამდენიმე წვეთი ძმარი ექნება დამატებული.
- თუ გსურთ, მოხარშვის შემდეგ ბოსტნეულმა გემო არ დაკარგოს, ისინი ადუღებულ წყალში უნდა ჩაყაროთ, ხოლო, თუ გსურთ, ბულიონი იყოს გემრიელი, მაშინ ბოსტნეულის ხარშვა ცივ წყალში უნდა დაიწყოთ.
<div></div>