1. მწვანილი და ბოსტნეული არ ჩაალბოთ დიდხანს - საკმარისია, გამდინარე წყალში გარეცხოთ.
2. გაცრის ან გახეხვის შემდეგ პროდუქტი დიდხანს არ გააჩეროთ, აჯობებს, მაშინვე დაუმატოთ საჭმელს.
3. ცომის გასაფხვიერებელი, სოდა, ძმარი და სხვა დანამატები კლავენ ვიტამინებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგიერთ არომატიზატორზე, რომლებიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
4. აი, საფუარი კი საკვებს B ჯგუფის ვიტამინებით ამდიდრებს.
5. კონსერვების ვაკუუმური მომზადებით უფრო შენარჩუნდება პროდუქტში ვიტამინები. თუმცა ზაფხულში მაინც აჯობებს, ქორფა პროდუქტები მიირთვათ და კონსერვები ზამთრისთვის შეინახოთ.
7. საკვების ერთ-ერთი უძველესი სასარგებლო დამუშავება გამოცხობაა. ამ დროს პროდუქტის გარედან წარმოიქმნება ქერქი, რაც პროდუქტს წვნიანობას უნარჩუნებს და ის სასარგებლო რჩება. მაგრამ თუკი, მაგალითად, ხორცს ღუმელში შეწვავთ, მის ირგვლივ ქერქი ნელა გაჩნდება და ხორცი შიგნიდანაც მოასწრებს გამოშრობას.
8. პროდუქტის ბადეზე, გრილზე შეწვა ბევრად სასარგებლოა, ვიდრე ტაფაზე, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც არ არის რეკომენდებული ცხიმიანი საკვები.
9. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მეთოდი საკვების დამუშავებისა მოშუშვაა. აქ პროდუქტის დასარბილებლად უმთავრეს როლს ორთქლი ასრულებს, რომელიც პროდუქტიდან წყლის აორთქლებით ჩნდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ წყალმა (ბულიონმა) არ დაფაროს მთლიანად პროდუქტი.