ბრინჯი საკმაოდ კალორიული პროდუქტია. ამის მიუხედავად, გასახდომ დიეტებში ხშირად შედის. მეცნიერები გირჩევთ, როგორ უნდა მოხარშოთ ბრინჯი, რომ გასახდომად გამოდგეს.
საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივი თეთრი ბრინჯი 2 სახეობის სახამებელს შეიცავს. ერთი იოლად გარდაიქმნება გლუკოზად და ადვილად შეითვისება, მეორე კი, პრაქტიკულად, შეუთვისებელი რჩება.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ სახამებელზე სპეციალური მეთოდით ვიმოქმედებთ, მისი კალორიულობა რამდენჯერმე შემცირდება, შესაბამისად, პროდუქტი დიეტისთვის იდეალური გახდება. მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, როგორ უნდა მოიხარშოს ბრინჯი, რომ მისი კალორიულობა 10-ჯერ შემცირდეს.
ბრინჯი უნდა მოხარშოთ წყალში, რომელშიც 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი იქნება ჩამატებული (ეს ზეთი სუპერმარკეტებში იყიდება).
იხილეთ სტატია სრულად