ფიკუსი – ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ამასთან, ადვილად მოსავლელი ოთახის მცენარეა. ის კარგად ასუფთავებს ჰაერს და დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ადრე ადამიანებს სჯეროდათ, რომ ფიკუსი ნეგატიურ ენერგიას ისრუტავდა და ასუფთავებდა აურას სახლში. თუკი გსურთ მიიზიდოთ იღბალი და ბარაქა, ღირს, შინ იქონიოთ ბენჯამინის ფიკუსი.
ასევე, ფიკუსს იყენებენ ხველისა და გაციების სამკურნალოდ. მისი ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი ასევე ეფექტურად კურნავს რევმატიზმს, ართრიტს და ართროზს. ეს მცენარე ჰემოროისაც კი განკურნავს.
როგორ ვიმკურნალოთ ფიკუსის მეშვეობით.
ფიკუსი სახსრების სამკურნალოდ
დაგჭირდებათ:
ფიკუსის ფოთლები
80 მლ არაყი
მომზადების წესი:
1. გარეცხეთ, შემდეგ კი გაატარეთ ფიკუსის ფოთლები, დააასხით მიღებულ მასას არაყი, დაახურეთ მჭიდროდ თავსახური და გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას მინიმუმ 14 დღე.
2. გაწურეთ ნაყენი მარლაში, ჩაასხით მუქი მინის ბოთლში და შეინახეთ ცივ ადგილას.
3. ძილის წინ მიიღეთ ოდნავ ცხელი მარილის აბაზანა, შემდეგ კი შეიზილეთ სახსრებში ნაყენი. ზემოდან შემოიხვიეთ შალის შარფი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა მხოლოდ 7 დღე.
გახანგრძლივებული ხველების მკურნალობა
დაგჭირდებათ:
1 ცალი ფიკუსის ფოთოლი
1 ჩ/კ თაფლი
1,5 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
1. დადგით წყლიანი ქვაბი გაზზე. მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ წყალში ჩააგდეთ ფიკუსის ფურცელი 3 წუთით. ამოიღეთ და დაასხით ფოთოლს თაფლი.
2. შემდეგ დაიდეთ ეს ფოთოლი მკერდის ფიცარზე და შეიფუთეთ ფლანელის ქსოვილით. კომპრესი დილამდე უნდა გქონდეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, სრულ განკურნებამდე.
შენიშვნა: წინასწარ დარწმუნდით, რომ არ გაქვთ თაფლზე ალერგია. ხელის მაჯაზე, შიდა მხრიდან წაისვით თაფლი და გაიჩერეთ რამდენიმე წუთს. თუ კანი გაგიწითლდათ, ნუ გაიკეთებთ ამ კომპრესს.
მეჭეჭებისა და ცხიმგროვების მოსაშორებელი ეფექტური საშუალება
დაგჭირდებათ:
80 მლ ფიკუსის წვენი
40 მლ ძმრის ესენცია
მომზადების წესი:
1. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ფიკუსის მსხვილი ფოთლები, გაწურეთ მარლის მეშვეობით.
2. წვენს დაუმატეთ ძმრის ესენცია. მიღებული ნაყენი ჩაასხით მუქი მინის ბოთლში და დაახურეთ საცობი.
3. დაიწვეთეთ 2 წვეთი ფიკუსის ნაყენი მეჭეჭიან ან ცხიმგროვიან ადგილას. ეცადეთ, რომ არ შეეხოთ ირგვლივ კანს. გაიჩერეთ მაქსიმუმ 10 წამი და ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, იქამდე, სანამ არ გაქრება მეჭეჭი.
კბილის ტკივილის შესაჩერებლად
დაგჭირდებათ:
1 სუფრის კოვზი ფიკუსის წვენი
3 სუფრის კოვზი სპირტი
მომზადების წესი:
ჩაასხით ჭიქაში ფიკუსის წვენი და დაუმატეთ სპირტი. გააჩერეთ ბნელ ადგილას 2 დღე.
დაასველეთ ბამბა ნაყენში და დაიდეთ მტკივან კბილზე ცოტა ხნით. შემდეგ გამოიღეთ ბამბა და გამოივლეთ გვირილის ჩაი.
ფიკუსი შესანიშნავი სამკურნალო მცენარეა, მაგრამ უნდა იცოდეთ უკუჩვენებების შესახებაც.
ფიკუსის გამოყენება არ შეიძლება, თუკი გაქვთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. ასევე არ არის რეკომენდებული ორსულებისა და ბავშვებისთვის.