როგორ მოვაწყოთ ბაღი ან ბოსტანი სახლის აივანზე ან სახურავზე
როგორ მოვაწყოთ ბაღი ან ბოსტანი სახლის აივანზე ან სახურავზე
მიკ­რო­მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბა არის დარ­გი მე­ურ­ნე­ო­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, ვი­საც არც სოფ­ლად და არც ქა­ლაქ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი არ გა­აჩ­ნი­ა. მარ­თა­ლია, ამ­გ­ვა­რი მე­ურ­ნე­ო­ბით ბიზ­ნესს ვერ წამოიწყებთ, სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლობ­აში შინ თქვენ მი­ერ მოყ­ვა­ნი­ლი ცოცხა­ლი მწვა­ნი­ლი და ზო­გი­ერ­თი ბოს­ტ­ნე­უ­ლიც (კიტ­რი, პო­მი­დო­რი, წი­წა­კა, ბად­რი­ჯა­ნი, ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო და სხვა) გექ­ნე­ბათ.
გა­აჩ­ნია თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს: ფარ­თობს, და­სარ­გავ-და­სა­თეს ჭურ­ჭელს, ინ­ვენ­ტარს და ა.შ. თუ თქვენს სახლს ბრტყე­ლი გა­და­ხურ­ვა აქვს და მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის კვალ­სათ­ბურს გააკეთებთ, მშვე­ნი­ე­რი მიკ­რობოს­ტ­ნის მოწყო­ბა შე­იძ­ლე­ბა. სა­ხუ­რავ­ზე გან­ლა­გე­ბულ კას­რებ­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ხა­როთ ნა­გა­ლა (ჯუ­ჯა) სა­ძი­რე­ებ­ზე დამ­ყ­ნობი­ლი ვაშ­ლი, მსხა­ლი, აგ­რეთ­ვე, ატა­მი, ლეღ­ვი, ბრო­წე­უ­ლი, ვა­ზი და ა.შ. ამის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა დი­დი ხა­ნია გა­მაჩ­ნია და ჩემს ახ­ლობ­ლებს მსხმო­ი­ა­რე ბაღ-ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე­ბი­ნე. ვინც ამის გა­კე­თე­ბას შე­ეც­დე­ბა, შრო­მა არ ეზა­რე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხაც გა­აჩ­ნია, შე­უძ­ლია არც ისე დი­დი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნოს - მო­იწყოს ლა­მა­ზი, მწვა­ნე და მო­სავ­ლი­ა­ნი კუთხე.

პირ­ველ რიგ­ში, სა­ხუ­რავ­ზე უნ­და და­იდ­გას მე­ტა­ლის დი­დი ზო­მის ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ჩა­ლაგ­დე­ბა კას­რ­ში ჩარ­გუ­ლი ხე­ე­ბი და ბუჩ­ქე­ბი, ისე, რომ წყა­ლი, რო­მე­ლიც გა­ჟო­ნავს კას­რე­ბი­დან, მოგ­როვ­დეს მე­ტა­ლის ჭურ­ჭელ­ში და იქი­დან ღა­რით ჩა­იღ­ვა­როს სა­ნი­აღ­ვ­რე­ში. ამ ჭურ­ჭ­ლით გა­ჟო­ნი­ლი წყლის­გან სა­ხუ­რა­ვის დაც­ვის გა­რან­ტია გვექ­ნე­ბა. რო­ცა ეს ჭურ­ჭე­ლი მო­ეწყო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი საქ­მე ისე წა­ვა, რო­გორც მი­წა­ზე არ­სე­ბულ ბაღ-ვე­ნახ-ბოს­ტან­ში. მერ­წ­მუ­ნეთ, შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეწყო­ბით, თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი, მო­სავ­ლი­ა­ნი, ლა­მა­ზი ოაზი­სი გექ­ნე­ბათ. რა თქმა უნ­და, რა­კი ბაღ-ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეთ, უნ­და იცო­დეთ სხვლაც, შე­გეძ­ლოთ მცე­ნა­რე­ე­ბის დაც­ვა მავ­ნებ­ლე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან, უნ­და მო­ი­მა­რა­გოთ სა­სუ­ქე­ბი, აგ­რეთ­ვე, მო­სარ­წყა­ვი ხელ­საწყო­ე­ბი და სხვა.

მცი­რე ზო­მის აივ­ნებ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ლა­გოთ ყუ­თე­ბი ბოს­ტ­ნე­უ­ლი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის და­სა­თეს-და­სარ­გა­ვად. ხის ყუ­თის ზო­მე­ბი შეძ­ლე­ბის­
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაგ­ვა­რად კეთ­დე­ბა (მა­გა­ლი­თი­სათ­ვის - 50X60 სმ-ზე, ხო­ლო გვერ­დე­ბის სი­მაღ­ლე - 12-15 სმ-ც საკ­მა­რი­სი­ა).

ყუ­თე­ბი შე­ავ­სეთ ნა­ზა­ვით - თი­თო წი­ლი ტყის მი­წა და გა­დამ­წ­ვა­რი ნა­კე­ლი, ჩა­თე­სეთ თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მწვა­ნი­ლე­ბი და დად­გით, სა­დაც მო­გი­ხერ­ხ­დე­ბათ. და­თეს­ვის­თა­ნა­ვე მორ­წყეთ და არც აღ­მო­ცე­ნე­ბის მე­რე მო­აკ­ლოთ წყა­ლი, რომ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რაც 25-30 გრა­დუ­სი უნ­და იყოს.

გარ­და მწვა­ნი­ლე­ბი­სა, ყუ­თებ­ში შე­გიძ­ლი­ათ ჩარ­გოთ ხახ­ვი, ნი­ო­რი და პრა­სის ბოლ­ქ­ვე­ბიც. იმი­სათ­ვის, რომ ხახ­ვი მა­ლე და თა­ნაც ბუჩ­ქად ამო­ვი­დეს, დარ­გ­ვის წინ ბოლ­ქ­ვის ზე­და ნა­წი­ლი წა­ა­ჭე­რით, და­ას­ვე­ლეთ თბი­ლი წყლით (30-35 გრა­დუ­სი) და დარ­გეთ კარ­გად გა­ნო­ყი­ე­რე­ბულ ნი­ა­დაგ­ში ისე, რომ ზე­მო­დან მი­წა არ და­ა­ყა­როთ. დარ­გ­ვის­თა­ნა­ვე ბოლ­ქ­ვებს კარ­გად მი­უტ­კეპ­ნეთ მი­წა და მორ­წყეთ. ყუ­თი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დად­გით სიბ­ნე­ლე­ში, პირ­ვე­ლი ფოთ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე კი სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ი­ტა­ნეთ. იხილეთ სრულად...
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ყველაზე ალერგიული ქოთნის მცენარეები
12:42 / 25-04-2017
ალერგია 21-ე საუკუნის "მოუშორებელი ჭირია". სამწუხაროდ, ამ პრობლემას ვერც ბავშვს ავარიდებთ თავიდან. ამ დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია - შეიძლება ოდნავი გამონაყარითაც გამოიხატოს და ძლიერი კვინკეს შეშუპებითაც დასრულდეს.
15 ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ შეჭამოთ და ისევ გაზარდოთ
16:03 / 20-04-2017
ნუ იჩქარებთ ბოსტნეულის ნარჩენების გადაყრას, მათ გამოზრდას ოჯახის პირობებშიც შეძლებთ.
3 ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ მცენარეს გააცოცხლებს!
12:24 / 09-03-2017
შვებულებაში წახვედით, დაგავიწყდათ მცენარეების მორწყვა, მზის სინათლე მოაკელით ქოთნის ყვავილს და შედეგად - მან მოიწყინა.
5 მცენარე, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს სახლსა და ოფისში
14:33 / 01-03-2017
თუ გსურთ, ოთახში სუფთა ჟანგბადი გქონდეთ და კარგად გამოიძინოთ, ეს ოთახის მცენარეები უნდა შეიძინოთ:
ოთახის 7 მცენარე, რომლებსაც სახლში დადებითი ენერგია და კარგი აურა შემოაქვს
12:53 / 24-02-2017
ძველი სწავლების, ფენ-შუის მიხედვით, ოთახის ზოგიერთ მცენარეს დადებითი ენერგიის გენერირების საოცარი თვისება გააჩნია. დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც "მწვანე მეგობრების" არჩევაში დაგეხმარებათ.
იები ზამთარშიც ყვავილობს და სურნელსაც აფრქვევს... ყველაფერი კი ამ მარტივი სააფთიაქო საშუალების წყალობით...
12:47 / 27-01-2017
მცენარეები, ისევე, როგორც ადამიანები, ზამთარში სითბოსა და მზის სხივებს საჭიროებენ. ოთახის მცენარეები წელიწადის ცივ პერიოდში ხშირად თავს ცუდად გრძნობენ. მიზეზი კი გახლავთ ძალიან მშრალი ჰაერი და მზის სხივების უკმარისობა.
როგორ გავზარდოთ სახლში ტიტა - ჩვენ ვიცით საიდუმლო
13:52 / 17-01-2017
წარმოიდგინეთ, თოვს ან ცუდი ამინდია, რაფაზე კი თავს იწონებს ლამაზი ტიტა, რომელიც თქვენ გამოზარდეთ.
საშობაო ყვავილი - როგორ უნდა მოუაროთ და აყვავილოთ დიდხანს
23:01 / 08-12-2016
მას იცნობენ, როგორც "შობის ყვავილს", თუმცა სინამდვილეში პუანსეტია, იგივე რძიანა ჰქვია. ყვავილობას დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის.
რა არის ყრდელი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა?
14:02 / 05-12-2016
"ღრჯო ყრდელით" და "ყრდელზე გადარეული ევროპა" - ბოლო დღეებში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" აგიტირებულმა ყრდელმა საზოგადოება აალაპარაკა და ყველა დაინტერესდა, მაინც რა არის ეს ყრდელი.
7 მომწამვლელი ოთახის მცენარე ბავშვებისთვის
22:43 / 26-11-2016
დიასახლისების უმეტესობას უყვარს ქოთნის ყვავილები. ბინაში პატარა ბოტანიკური ბაღის მოწყობა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი