"მიყვარს, როცა ბაღს ველური სახე აქვს და არა გალაკული და გაპრიალებული" - მაკა ჩიჩუას ულამაზესი ბაღი დუშეთში
"მიყვარს, როცა ბაღს ველური სახე აქვს და არა გალაკული და გაპრიალებული" - მაკა ჩიჩუას ულამაზესი ბაღი დუშეთში
საზოგადოებამ უკვე შენიშნა, რომ ბაღი და ყვავილები საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დიდი გატაცებაა.
საპრეზიდენტო წყვილს აგარაკი დუშეთის რაიონში აქვს, სადაც ქალბატონი მაკა თავად ზრუნავს საყვარელ ყვავილებზე და სოციალური ქსელითაც ხშირად ანებივრებს მეგობრებს ბაღის ულამაზესი ხედებით.

პოსტებიდან და კომენტარებზე გაცემული პასუხებიდან აშკარად იგრძნობა, რა დიდი გატაცებითა და მონდომებით ახარებს პირველი ლედი ულამაზეს ყვავილებს.

"მთლად გათიბვის გარეშე ყვავილებს სარეველა მოერევა და დაჩაგრავს, მაგრამ მეც ძალიან მიყვარს, როცა ცოტა ველური სახე აქვს ბაღს და არა გალაკული და დავარცხნილ-დაპრიალებული" - წერს იგი ერთ-ერთ პოსტში.

როგორც ქალბატონი მაკა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ყვავილებით გატაცება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა.

"სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას. მას ხშირად ნახავთ ბარით ან ბალ­ახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.­ ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს სად და როგორ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს" - ამბობს მაკა ჩიჩუა.
ახლა კი წარმოგიდგენთ მაკა ჩიჩუას ბაღის ფოტოებს.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
3 ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ მცენარეს გააცოცხლებს!
12:24 / 09-03-2017
შვებულებაში წახვედით, დაგავიწყდათ მცენარეების მორწყვა, მზის სინათლე მოაკელით ქოთნის ყვავილს და შედეგად - მან მოიწყინა.
5 მცენარე, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს სახლსა და ოფისში
14:33 / 01-03-2017
თუ გსურთ, ოთახში სუფთა ჟანგბადი გქონდეთ და კარგად გამოიძინოთ, ეს ოთახის მცენარეები უნდა შეიძინოთ:
ოთახის 7 მცენარე, რომლებსაც სახლში დადებითი ენერგია და კარგი აურა შემოაქვს
12:53 / 24-02-2017
ძველი სწავლების, ფენ-შუის მიხედვით, ოთახის ზოგიერთ მცენარეს დადებითი ენერგიის გენერირების საოცარი თვისება გააჩნია. დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც "მწვანე მეგობრების" არჩევაში დაგეხმარებათ.
იები ზამთარშიც ყვავილობს და სურნელსაც აფრქვევს... ყველაფერი კი ამ მარტივი სააფთიაქო საშუალების წყალობით...
12:47 / 27-01-2017
მცენარეები, ისევე, როგორც ადამიანები, ზამთარში სითბოსა და მზის სხივებს საჭიროებენ. ოთახის მცენარეები წელიწადის ცივ პერიოდში ხშირად თავს ცუდად გრძნობენ. მიზეზი კი გახლავთ ძალიან მშრალი ჰაერი და მზის სხივების უკმარისობა.
როგორ გავზარდოთ სახლში ტიტა - ჩვენ ვიცით საიდუმლო
13:52 / 17-01-2017
წარმოიდგინეთ, თოვს ან ცუდი ამინდია, რაფაზე კი თავს იწონებს ლამაზი ტიტა, რომელიც თქვენ გამოზარდეთ.
საშობაო ყვავილი - როგორ უნდა მოუაროთ და აყვავილოთ დიდხანს
23:01 / 08-12-2016
მას იცნობენ, როგორც "შობის ყვავილს", თუმცა სინამდვილეში პუანსეტია, იგივე რძიანა ჰქვია. ყვავილობას დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის.
რა არის ყრდელი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა?
14:02 / 05-12-2016
"ღრჯო ყრდელით" და "ყრდელზე გადარეული ევროპა" - ბოლო დღეებში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" აგიტირებულმა ყრდელმა საზოგადოება აალაპარაკა და ყველა დაინტერესდა, მაინც რა არის ეს ყრდელი.
7 მომწამვლელი ოთახის მცენარე ბავშვებისთვის
22:43 / 26-11-2016
დიასახლისების უმეტესობას უყვარს ქოთნის ყვავილები. ბინაში პატარა ბოტანიკური ბაღის მოწყობა.
როგორ ვუშველოთ ოთახის მცენარეებს ზამთარში
16:26 / 21-11-2016
ზამთრის პერიოდში ყვავილები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
თუ ყვავილების მიწას ამ მარტივი სასუქით გაანოყიერებთ, მცენარეები ელვის სისწრაფით გაიხარებენ
12:31 / 28-10-2016
ნებისმიერი ოთახის ყვავილი საჭიროებს სასუქის შეტანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტატიურ პერიოდში. თუ გსურთ, მცენარემ ყვავილობა ცივ ამინდშიც შეძლოს, მარტივი სასუქის რეცეპტი მოამზადეთ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი