ოთახის მცენარეები საცხოვრებელს არა მხოლოდ მყუდროებას მატებენ, არამედ შენობაში ჟანგბადის შემცველობას ზრდიან.
სამწუხაროდ, ხანდახან მცენარეები ჭკნება სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორ კარგადაც არ უნდა უვლიდეთ.
ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, პარაზიტები იყოს, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.
პარაზიტები მცენარის ქოთანში
საბედნიეროდ, არსებობს ერთი მარტივი საშუალება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია პარაზიტებისგან გათავისუფლება. მის შესასრულებლად საკმარისია ასანთის რამდენიმე ღერი.
ჩაარჭვეთ გოგირდის თავით ასანთის ღერი მიწაში ქოთნის კედლიდან 5 სმ-ის დაშორებით და მორწყეთ ყვავილები. 2 დღეში ასანთის ღერი ახლით შეცვალეთ, კიდევ 2 დღის შემდეგ კი პარაზიტები გაქრება.
არ არის აუცილებელი, ყვავილები მორწყათ ინსექტიციდებით! ფოსფორი და გოგირდი, რომელთაც ასანთის თავები შეიცავს, ნიადაგში კარგად იხსნება და საგულდაგულოდ აცილებს მცენარეს დაუპატიჟებელ სტუმრებს.