უნაბი ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეა ჯანმრთელობისათვის. ის სამხრეთ აზიიდან იღებს სათავეს და სამხრეთსა და ცენტრალურ ჩინეთშია ყველაზე მეტად გავრცელებული. მას 10000-წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში მისი 400-მდე ჯიში ჩამოყალიბდა. უნაბს სიცოცხლის ხესაც უწოდებენ. ის აქტიურად გამოიყენება ჩინურ მედიცინაში.
უნაბი საუკეთესო მკურნალია კანის, სისხლისა და ღვიძლის. მასში უამრავი სახის მინერალი და ვიტამინია.
უნაბის სამკურნალო თვისებები:
1) გამოიყენება უძილობისას
2) მდიდარია რკინითა და ფოსფორით, ხსნის ორგანიზმში სტრესსა და დაღლილობას
3) გამოიყენება ძვლების გასამკვრივებლად
4) საუკეთესო საშუალებაა წონის კონტროლისათვის image
5) აძლიერებს იმუნურ სისტემას
6) ხელს უწყობს მონელების პროცესს
7) საუკეთესო საშუალებაა სისხლის დეტოქსიკაციისათვის. განაგრძეთ კითხვა intermedia.ge-ზე