მცენარეები, ისევე, როგორც ადამიანები, ზამთარში სითბოსა და მზის სხივებს საჭიროებენ. ოთახის მცენარეები წელიწადის ცივ პერიოდში ხშირად თავს ცუდად გრძნობენ. მიზეზი კი გახლავთ ძალიან მშრალი ჰაერი და მზის სხივების უკმარისობა.
ჩვენი რედაქცია გაგანდობთ საიდუმლოს, როგორ დაეხმაროთ ოთახის მცენარეებს და კომფორტულად აგრძნობინოთ თავი ასეთ პირობებში.
ოთახის მცენარეების მოვლა
რეცეპტი ძალიან მარტივია!
• 1 ლიტრი წყალი
• 2 ს.კ. 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი
შეურიეთ ეს ორი მარტივი ინგრედიენტი და ჩაასხით პულველიზატორიან ქილაში. მოაპკურეთ ხსნარი მცენარეებს ყოველდღე და სულ რამდენიმე დღეში მცენარეები მადლობის ნიშნად ლამაზად აყვავდებიან.
ოთახის მცენარეების მოვლა ასე იოლი ჯერ არ ყოფილა!
წყალბადის ზეჟანგის ხსნარით ასევე შეგიძლიათ მორწყათ მცენარეები, მაგრამ მხოლოდ კვირაში 1-ხელ. ასეთი პროცედურა ეწინააღმდეგება მავნე ბაქტერიების გამრავლებას.
სხვათა შორის, მსგავსი ნარევით ნერგების მორწყვა ან მოპკურებაც შეგიძლიათ. მორწყეთ ყვავილები ყოველ 3-4 დღეში.