ბაობაბი
 ბაობაბი
ლეგენდარული ხე ბაობაბი დედამიწის სიმბოლოა. ამ ხეს სახელი, როგორც ჩანს, არაბული სიტყვის, "ბუ ჰუბაბ"-ის მიხედვით უწოდეს, რაც მრავალთესლიან ნაყოფს ნიშნავს.

ბაობაბის ხეს აგრეთვე უწოდებენ "სააფთიაქო ხეს" და "მაგიის ხეს". ბაობაბი გახლავთ სიძლიერის, გამძლეობისა და მარადიულობის სიმბოლო.

ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. ამ ფანტასტიკური ხის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ინდური ლეგენდის თანახმად, მას, ვინც ბაობაბის ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუცილებლად აუსრულდება. უცნაურია, მაგრამ ეს სიტყვები სიმართლესთან ახლოსაა.

ბაობაბი ტროპიკული მცენარეა. განსაკუთრებით ცნობილია აფრიკული ბაობაბი - ადანსონია პალცატა, რომელსაც სახელი საფრანგეთის აკადემიის წევრის, ტროპიკული აფრიკის ფლორისა და ფაუნის მკვლევარის, მიშელ ადანსონის (1727-1806) პატივსაცემად უწოდეს.

ბაობაბი - მშრალი აფრიკული სავანების ხეა და სქელი, 12 მეტრამდე ღერო აქვს. იგი ფოთლოვანი მცენარეა. მისი უჩვეულო გარეგნობის კურიოზულობა კარგად ჩანს, როდესაც ფოთოლი დასცვივდება და ფესვებით ზევით არის ამოტრიალებული.

როგორც ამერიკელი ნატურალისტი ერნესტ უინსონი წერდა, ამ დროს ბაობაბი "ყვავის უზარმაზარ ბუდეს" მოგაგონებთ.

ასეთი ლეგენდაც არსებობს: დედამიწის არსებობის პირველი დღიდანვე ღმერთებმა გარეულ მხეცებს თესლები დაურიგეს, რათა მცენარეები დაერგოთ.

ბაობაბის თესლები აფთარს ხვდა წილად. გაბრაზდა აფთარი, რომ მას უკანასკნელს ერგო თესლი და გადაწყვიტა მისი უკუღმა დარგვა, ამიტომაც ბაობაბი ფესვებით ზემოთ ამოტრიალებულ ხეს ჰგავს.

ბაობაბის შესახებ რომ ძველმა ეგვიპტელებმაც იცოდნენ, მეტყველებს ეგვიპტის სამარხებში ნაპოვნი ნაყოფი. 1599 წელს, ფიზიკოსი პროსპერო ალპინო წერდა, ეგვიპტელები ამბობდნენ, ბაობაბის ნაყოფს უამრავი თესლი აქვსო.

ამ მსხვილტანიანი ხეების ასაკის დადგენა ძნელი აღმოჩნდა წლოვანების მიმანიშნებელი რგოლების არარსებობის გამო, მაგრამ "ბაობაბის ნათლიამ" მიშელ ადანსონმა ერთი ბაობაბის ასაკად 5000 წელი მიიჩნია.

ბაობაბი არა მარტო გარეგნული ფორმით არის საინტერესო. მას მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ: ბაობაბის ფოთლებს იყენებენ სურვილების ასრულების ბანგის დასამზადებლად.

ბაობაბის ქერქისგან დამზადებული ბანგი ადამიანს ძალასა და ფიზიკურ გამძლეობას აძლევს. ამ ხის ნედლეულს თილისმისთვის იყენებენ.

ვინაიდან ბაობაბს უნივერსალური მაგიური ზემოქმედების უნარი აქვს, მისგან დამზადებული თილისმა ადამიანს ყოველმხრივ შველის - მოაქვს სიყვარული, ბარაქა, ჯანმრთელობა.

უნდა ითქვას, რომ ბაობაბის მაგიური თვისებებით დაინტერესებული იყვნენ უძველესი მაგები, ამიტომაც ძალიან ბევრ, ძველ სამკურნალო წიგნში, მოხსენიებულია ბაობაბისგან დამზადებული ბანგის რეცეპტები.

ბაობაბის სიმაღლე 30 მეტრს აღწევს. ბაობაბი უფოთლებოდ ყვავის. შიშველ ტოტებზე ჩნდება გრძელ ფეხზე ჩამოკიდებული ყვავილების კვირტები - მსხვილი თეთრი ყვავილები ხუთი ფურცლითა და უამრავი მტვრიანას კონით.

ისინი გვიან ღამით იშლებიან, თავისი სურნელით ღამურებს იზიდავენ და მხოლოდ ერთ ღამეს ცოცხლობენ. რამდენიმე ხნის შემდეგ წარმოქმნება თავისებური ნაყოფი, რომელსაც ნესვის ფორმა და ქეჩისმაგვარი საფარი აქვს.

ნაყოფის რბილობი თეთრია, მომჟავო და უამრავი შავი თესლი აქვს. ნაყოფი ბევრ ცხოველს მოსწონს, განსაკუთრებით - მაიმუნებს.

ბაობაბისადმი საოცარი ლტოლვით გამოირჩევიან სპილოები. ისინი ხეს თითქმის მთლიანად მიირთმევენ თავისი ნაყოფით, ქერქითა და ფოთლებით.

აფრიკელები ხეს მკვრივ ქერქს ათლიან, აცლიან ლაფნის შიდა ფენას და მისგან მიღებული ბოჭკოსგან თოკსა და ძაფს ამზადებენ. თოკი ისეთი მკვრივია, რომ ამის თაობაზე ანდაზაც არსებობს: "უძლურია, როგორც ბაობაბის თოკისგან შებოჭილი სპილო".

ჟურნალი "ბომონდი"
მოამზადა ნონა ღამბაშიძემ
კომენტარები (80)
ლიკა
აპერისტობაა ეს თქვენი ბაობაბი ისედაც გაგარიბებულ ხალხს ნუ ატყუებთ მე მივიგე4 კოლოპი და არანაირი შედეგი არ მაქვს
ლია
როგორ მივიგოთ და საჩიროა თუ არა დიეტა?
ტაისია
თუ 4 ფლაკონს არ დალევთ ნაკლები ეფექტი ექნება დამიჯერეთ,ნამდვილად რეალურია ,ვიცნობ მამაოს რომელსაც თავის ქალა ახადეს და მისი გადარჩენა არავის ეგონა,მისი მიგების მერე დაფრინავს ხალხო დამიჯერეთ.ც ჰეპატიტს შველის 100 პროცენტით.მე ვენდობი ბაობას და თკვენი არ ვიცი.ჩემი ყველა ოჯახი ვსვავთ
ეკატერინე
მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ.ვენდობი ამ პროდუქტს.ეს აფთიაქებში არაა,უნდა გამოიწეროთ.ზუსტად უნდა იცოდთ ფირმა,რადგან სხვა ქვეყნებიც უსჰვებენ.ერთი ფლაკონის ღირებულება 50 ევროა.ცჰემი ოჯახის ჯანმრტელობა ბევრად მიგირს.კოსმეტიკაა ფანტასტიკური.ბუნებრივი
დატო
მხედველობისთვის რამდენად სასარგებლო იქნება. 7 წლის ბავსჰვისტვის.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
იაპონელებმა მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეას ჯიში გამოიყვანეს
15:30 / 07-02-2013
იაპონიის უნივერსიტეტის, ტიბის მეცნიერებმა ცისფერი ორქიდეას უნიკალური ჯიში გამოიყვანეს.
საშობაო ვარსკვლავი - როგორ მოვუაროთ პუანსეტიას?
14:33 / 18-01-2013
პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს:
წიწაკა კვერცხის სატენით
11:00 / 02-01-2013
ამ მსუბუქი, ორიგინალური და გემრიელი კერძით ნამდვილად შეძლებთ სტუმრების აღფრთოვანებას
როგორ მოვუაროთ ოთახის იას?
16:59 / 17-04-2012
ქალბატონებო, ალბათ, ჩემსავით თქვენც ხშირად გსმენიათ სიტყვები, რომ სრულყოფილება არ არსებობს, ყველაფერს აქვს გარკვეული ნაკლი და ა.შ.
რას გვიქადის  სიყვარულისა და ნაყოფიერების ხეები
15:40 / 05-04-2012
ფენ-შუის ხელოვნება, უამრავ რჩევასთან ერთად, თილისმებსაც გვთავაზობს. სწორედ ფენ-შუის თილისმებადაა მიჩნეული სხვადასხვა სახეობის ჯუჯა ხე, რომლებიც ბიზნესში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას გვპირდებიან.
ზამთრის მოყვარულებმა შემოდგომა ქრიზანთემების ფესტივალით გააცილეს
15:30 / 16-11-2011
ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრმა "ბლესსინგმა" ქრიზანთემების ფესტივალს უმასპინძლა.
გააკეთებინეთ კაცებს
13:15 / 03-06-2011
დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს სახლში თუ აგარაკზე, აუცილებლად მოგეძებნებათ უსარგებლო ნივთები, რომელთა გადაყრაც გენანებათ, მაგრამ უკვე წლებია, არაფერში გამოგიყენებიათ. თუ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, ძალიან ადვილად შეძლებთ მათ "მეორე სიცოცხლე" დაუბრუნოთ.
თაიგულმა რომ დიდხანს გაძლოს...
11:20 / 12-05-2011
ყვავილები თითქმის ყველა ქალს უყვარს. თაიგულიც ყველაზე გავრცელებული საჩუქარია საჩუქართა შორის. ზოგჯერ სათქმელს ყვავილების ენით გვითვლიან: წითელი ვარდები სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა. თეთრი - უმანკოების. ვადისფერ ვარდებს კი მსუბუქი გატაცების ნიშნად ჩუქნიან.
კამელია - უსულგულო ყვავილი
14:00 / 09-05-2011
ანტიკურ მითოლოგიაში აღწერილია კამელიის წარმოშობის ამბავი: სიყვარულის ღმერთმა ამურმა დედამიწის ბინადარნი თავისი ისრებით დაჭრა და სატურნისკენ გაფრინდა. იქ მან ყინულის მზეთუნახავები იხილა. სამწუხაროდ, ამურის სასიყვარულო ისრებმა მათ ცივ გულებში ვერ შეაღწია.
მექსიკის სიმბოლო
15:06 / 04-04-2011
მექსიკისათვის აგავა უფრო მეტია, ვიდრე მცენარე - ცოცხალი ბუნების ეს წარმომადგენელი ქვეყნის სიმბოლოა. უზარმაზარი ზომის, წვეტიანი, წყლიანი ფოთლების გამო, აგავას ყველა დროში დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა მისი ეშინოდათ კიდეც.
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234