როგორ მოვუაროთ ქოთნის მცენარეებს
როგორ მოვუაროთ ქოთნის მცენარეებს
"თუ სახლში ყვავილი გყავთ..." ანუ როგორ მოვუაროთ ქოთნის ყვავილებს. პროფესიონალის რჩევები თქვენთვის, ვისაც მცენარეები გიყვართ...

ყვავილების მხატვრული სალონი "არტ ფლორ დიზაინი" და ირინა დანელია გვირჩევენ... 

ქოთნის ყვავილებზე დიდხანს ვისაუბრეთ. რამდენი რამ ყოფილა ისეთი, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ...

პირველი, რაც ქალბატონი ირინას თხრობიდან ყურში მოგხვდება, მცენარეზე, როგორც ცოცხალ არსებაზე საუბარია. "როცა სახლში მცენარე მოგყავთ..." "თუ ქოთნის ყვავილი გყავთ..." მართლაც, მცენარეები ცოცხალი არსებებია და მათაც ისევე სჭირდებათ ზრუნვა, მოვლა, მოფრება, კომფორტული გარემოს შექმნა - როგორც ჩვენ, ადამიანებს.

მაშ, ასე: "თუ სახლში ყვავილი გყავთ..." ანუ როგორ მოვუაროთ ქოთნის ყვავილებს. პროფესიონალის რჩევები თქვენთვის, ვისაც მცენარეები გიყვართ...

ქოთანი - როგორი?

ხშირად ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდ ქოთანს უყიდიან და რაც უფრო მეტ მიწას ჩაუყრიან, მათი მცენარე თავს უკეთ იგრძნობს. არაა ასე. ახალი ქოთანი ძველზე სამი სანტიმეტრით უნდა იყოს დიდი. არავითარ შემთხვევაში მეტით.

არსებობს ყვავილები, რომლებიც რაც უფრო პატარა ქოთანში არიან, მით უფრო კარგად ყვავიან. მაგალითად, ყველასათვის კარგად ნაცნობი ამარილისი შეიძლება 4-5 წელიწადს არ აყვავდეს, თუ დიდ ქოთანში მოვათავსებთ.

ქოთნის გამოცვლა მაშინაა საჭირო, თუკი შენიშნავთ, რომ ქვევიდან ფესვები გამოუვიდა, ან ფესვებმა მიწის ზედაპირზე ამოაღწია. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ მიწის ზედა ფენა აიღოთ და ახალი მიწით შეავსოთ. ან - სასუქი მისცეთ.

დეკორატიული მცენარეების მოყვარულებმა იციან, როცა ქოთანს ვახსენებთ, იგულისხმება, რომ ქვემოთ ნახვრეტი უნდა ჰქონდეს. არსებობს მეორე "ქოთანი" კაშპო, რომელიც უცხოეთში ათეული წელია ცნობილია და ჩვენთანაც შემოვიდა უკვე.

ეს გახლავთ დეკორატიული ჭურჭელი, რომელსაც ქვემოთ ნახვრეტი არ აქვს და ემსახურება იმას, რომ მასში ჩავდგათ ქოთანი (და არა პირდაპირ ჩავრგოთ მცენარე) ანუ სილამაზის ფუნქცია აკისრია.

როდის გადავრგათ?

საერთოდ, ყველა მცენარეს სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. სახლში მცენარის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. ის ხომ ცოცხალი ორგანიზმია... კარგად უნდა იცნობდეთ, რა ჰქვია, რა უყვარს, რა არ მოსწონს და ამისდა მიხედვით მოუაროთ.

კლასიკური სტანდარტით ითვლება, რომ ოთახის მცენარე გადარგვას, გაკრეჭვას, წესრიგში მოყვანას გაზაფხულზე საჭიროებს. გაზაფხულზე ბინებში გათბობის სეზონი მთავრდება. ეს საკმაოდ სტრესული მდგომარეობაა მცენარეებისთვის.
რით დავეხმაროთ? ახალი ქოთანი და ახალი მიწა შევიძინოთ, სასუქი მივცეთ...

როგორ ვკვებოთ მცენარე?

ხშირად ვიტამინებს ხსნიან წყალში და ყვავილებს უსხამენ... ეს არასწორი მიდგომაა. მცენარეს მართალია სჭირდება დამატებითი საკვები, მაგრამ მისი დამატებითი საკვები სასუქია და არა `ვიტამინი". არ გირჩევთ ორგანული სასუქის (იგივე ნაკელი) გამოყენებას.

რადგან შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს, ან სულაც დოზირება ვერ დავიცვათ. ზედმეტი სასუქი კი (როგორც ადამიანისთვის წამლის ჭარბი დოზა) იგივე შხამია. იყიდება კომპლექსური სასუქები, რომლებიც სპეციალურად ქოთნის ყვავილებისთვისაა განკუთვნილი.

მათში ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებაა. როცა მცენარე ახალგადარგულია, ითვლება, რომ ახალი მიწა ყველა საჭირო კომპონენტით გაჯერებულია, ამიტომ დამატებითი სასუქის მიცემას ერთი წლის განმავლობაში არ საჭიროებს.

საერთოდ ყვავილები სასუქით წელიწადში ერთხელ, ან (ზოგი მცენარის შემთხვევაში) ორჯერ უნდა ვკვებოთ.
როგორ მოვრწყათ?

მორწყვის რეჟიმი ინდივიდუალურია. არასწორი მიდგომაა, როცა ვთქვათ ოთხ-ხუთ სხვადასხვა სახეობის მცენარეს ერთნაირად ვუვლით, ერთნაირი ინტერვალით ვრწყავთ. ბევრი მორწყვა არ ნიშნავს კარგ ზრუნვას. არიან მცენარეები, რომლებსაც ძალიან ცოტა წყალი სჭირდებათ.

მათ რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგალითად კაქტუსები და ჩვენში ძალინ პოპულარული "ბარაქის ხე". რაც უფრო ნაკლებს "იზრუნებთ" მათზე, მით უკეთ იგრძნობენ თავს. მცენარეების დაახლოებით 90%-ს მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდებათ, როცა მათი მიწის ზედაპირი გამშრალია.

არსებობენ მცენარეები, რომლებზეც ეს წესი არ ვრცელდება. ასეთებია მაგალითად, ოთახის კალები, ციპერუსი, რომლებსაც ძალიან უყვართ წყალი...

მცენარეები ზამთარში უფრო იშვიათად, ზაფხულში კი - ხშირად უნდა მოვრწყათ. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს საღამოს და არა დილას, ან მით უმეტეს - შუადღეს. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს ნადგომი, წინა დღეს აღებული.

ჩვენთან, წყალი, მოგეხსენებათ, ხისტია, ამიტომ მისი "დარბილებაა" საჭირო. მინიატურული მცენარეებისთვის ხშირად წყალს ყინავენ (დარბილების მიზნით), შემდეგ ადნობენ და მეორე დღეს იყენებენ სარწყავად.

ძალიან ბევრ ოჯახში ახარებენ ოთახის იებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ვერ იტანენ ფოთლების დასველებას. ამიტომ, მორწყვისას, წყალი უშუალოდ მიწაზე უნდა დავასხათ, ისე რომ წყლის ჭავლი ფოთლებს არ შეეხოს.

გადავრგეთ, ვკვებეთ, მოვრწყეთ... ახლა - ჰიგიენა.

დიდფოთლიანი მცენარეების მოვლა გაცილებით იოლია ჰიგიენის თვალსაზრისით, ვიდრე პატარაფოთლიანების. დიდფოთლიან მცენარეს მტვერი რომ მოვაცილოთ, ამისათვის, ღრუბელი ან ჩვარი უნდა დავასველოთ, გავწუროთ და ფოთლები ფრთხილად გავუწმინდოთ.

ოთახის იებზე, ბუსუსიანფოთლება ყვავილებსა და კაქტუსებზე ეს წესი, ცხადია, არ გამოგვადგება. მათი გასუფთავება ფუნჯით შეგვიძლია. დასაშვებია თმის საშრობის გამოყენებაც, თუმცა ამ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მცენარე არ დავაზიანოთ.

ჟურნალი "და ქალი"
ნათია როსტიაშვილი

კომენტარები (32)
მაია
როგორ მოვუარო ალოეს?
მაიკო
როგორ გავახარო ჩინური ვარდი, ტოტით თუ როგორ დალიან გტხოვტ მიპასუხეტ.
მაიკო
როგორ გავახარო ჩინური ვარდი, ტოტით თუ როგორ დალიან გტხოვტ მიპასუხეტ.
თიკო
მყავს გერანი ანუ პელარგონია.როდის შეიძლება მისი გაკრექჭა?ძალიან გაიზარდა სიმაღლეში და თითქოს ფორმაც დაკარგა.როგორ მოვიქცე?
გულიკო
როგორი მოვლა ჭირდება საშობაო ყვავილს?
ლილი
როგორ მოუაროთ საშობაო ვარსკვლავს?
ნინო
ზალიან გაიზარდა ჩემი ჩინური ვარდი,შეიძლება გადავჭრა?თუ დავტოვო როგორც არი?
ირაკლი
სად უნდა შევიძინო წყლის სარწყავი და სხვა საშვალებები ყვავილებს უფრო კარგი პირობები რომ შეუქმნა?
ეკა- დეა
მყავს დიფენბახია უკვე რამდენჯერმე ვიყიდე რადგან ზამათარში იწყენს და ვერ ხარობს რისტვისაც გული მტკივა რადგან ზალიან მიყვარას ეგ ყვავილი ,, მიტხარიტ რა უყვარს როგორ მოვუარო და ზამთარი როგორ გადავატანიო. გტხოვტ .კიდევ ერტხელ თუ მომიკვდება მართლა უაზროდ დამწყდება გული
ნინო
მყავს არმა, მოიწყინა, ფოთლები უყვითლდება, მეშინია,არ მომიკვდეს.. ძალიან დიდი იყო,ჭერის სიმაღლე,7 ფოთლიდან 3-ზე დავიყვანე...ქოთანი დიდი აქვს, მიწა ნოყიერი.ვერაფერს ვაბრალებ,რით შემიძლია დავეხმარო?
გააკეთეთ კომენტარი
Captcha
Refresh Captcha
ყურადღება!!! რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!
ყურადღება! გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ მოვუაროთ ყვავილებს მაისში? - მთვარის კალენდარი
13:41 / 05-05-2014
მაისი საუკეთესო პერიოდია ყვავილების დასარგავ-გადასარგავად. საუკეთესო შედეგის მისაღწევად კი მთვარის ფაზები გაითვალისწინეთ.
კვერცხის ნახარში წყალი საუკეთესოა ოთახის მცენარეების მოსარწყავად
16:17 / 25-04-2014
კვერცხის ნახარში წყალი შეუცვლელია თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.
იაპონელებმა მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეას ჯიში გამოიყვანეს
15:30 / 07-02-2013
იაპონიის უნივერსიტეტის, ტიბის მეცნიერებმა ცისფერი ორქიდეას უნიკალური ჯიში გამოიყვანეს.
საშობაო ვარსკვლავი - როგორ მოვუაროთ პუანსეტიას?
14:33 / 18-01-2013
პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს:
წიწაკა კვერცხის სატენით
11:00 / 02-01-2013
ამ მსუბუქი, ორიგინალური და გემრიელი კერძით ნამდვილად შეძლებთ სტუმრების აღფრთოვანებას
როგორ მოვუაროთ ოთახის იას?
16:59 / 17-04-2012
ქალბატონებო, ალბათ, ჩემსავით თქვენც ხშირად გსმენიათ სიტყვები, რომ სრულყოფილება არ არსებობს, ყველაფერს აქვს გარკვეული ნაკლი და ა.შ.
რას გვიქადის  სიყვარულისა და ნაყოფიერების ხეები
15:40 / 05-04-2012
ფენ-შუის ხელოვნება, უამრავ რჩევასთან ერთად, თილისმებსაც გვთავაზობს. სწორედ ფენ-შუის თილისმებადაა მიჩნეული სხვადასხვა სახეობის ჯუჯა ხე, რომლებიც ბიზნესში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას გვპირდებიან.
ზამთრის მოყვარულებმა შემოდგომა ქრიზანთემების ფესტივალით გააცილეს
15:30 / 16-11-2011
ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრმა "ბლესსინგმა" ქრიზანთემების ფესტივალს უმასპინძლა.
გააკეთებინეთ კაცებს
13:15 / 03-06-2011
დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს სახლში თუ აგარაკზე, აუცილებლად მოგეძებნებათ უსარგებლო ნივთები, რომელთა გადაყრაც გენანებათ, მაგრამ უკვე წლებია, არაფერში გამოგიყენებიათ. თუ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, ძალიან ადვილად შეძლებთ მათ "მეორე სიცოცხლე" დაუბრუნოთ.
თაიგულმა რომ დიდხანს გაძლოს...
11:20 / 12-05-2011
ყვავილები თითქმის ყველა ქალს უყვარს. თაიგულიც ყველაზე გავრცელებული საჩუქარია საჩუქართა შორის. ზოგჯერ სათქმელს ყვავილების ენით გვითვლიან: წითელი ვარდები სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა. თეთრი - უმანკოების. ვადისფერ ვარდებს კი მსუბუქი გატაცების ნიშნად ჩუქნიან.
არქივის კალენდარი