ამ მსუბუქი, ორიგინალური და გემრიელი კერძით ნამდვილად შეძლებთ სტუმრების აღფრთოვანებას
საჭირო მასალა
თითო მწვანე, წითელი და ყვითელი ტკბილი წიწაკა
300 გრ მაგარი ტიპის ყველი
100 გრ კარაქი
3 კვერცხი
2 კბილი ნიორი
პილპილი
კამა
მომზადება
წიწაკებს ფრთხილად მოვაჭრათ თავები, ჩაის კოვზის დახმარებით გავასუფთავოთ თესლებისგან და დროებით გადავდოთ. კვერცხები მაგრად მოვხარშოთ და გავფცქვნათ. ყველი გავხეხოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი კამა, პილპილი გემოვნებით და კარგად ავზილოთ.
წიწაკებში ჩავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ შუაში ცარიელი ადგილი დარჩეს კვერცხისთვის. წიწაკის შუაგულში ჩავდოთ მოხარშული კვერცხი, კარგად დავპრესოთ და 1-2 საათის განმავლობაში მაცივარში გავაცივოთ.
შემდეგ წიწაკები თანაბარი ზომის რგოლებად დავჭრათ. სუფრასთან შეგვიძლია მივიტანოთ მაიონეზთან ან არაჟანთან ერთად. იმისთვის, რომ წიწაკები უკეთ დაიჭრას, ისინი საჭრელ დაფაზე კვერცხის მხრიდან მოვათავსოთ და კარგად ალესილი დანით დავჭრათ.
კულინარიული ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის თვის დასაწყისში)