დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს სახლში თუ აგარაკზე, აუცილებლად მოგეძებნებათ უსარგებლო ნივთები, რომელთა გადაყრაც გენანებათ, მაგრამ უკვე წლებია, არაფერში გამოგიყენებიათ. თუ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, ძალიან ადვილად შეძლებთ მათ "მეორე სიცოცხლე" დაუბრუნოთ.
თანაც ისე, რომ ახლობლები გააოცოთ და თქვენს ექსტერიერს გასაოცარი სილამაზე შესძინოთ. ასეთი ლამაზი ქოთნების შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ: ძველი სათლები, ტროტუარის დეტალები, ჩიტის ბუდე, ყვავილების დაჟანგული სარწყავი და ა.შ...
მათ ფორმაში მოსაყვანად, მხოლოდ ცოტაოდენი საღებავი დაგჭირდებათ. თუ საერთოდ არ გეხერხებათ ეს საქმე, დაიხმარეთ მამაკაცები.
თუ მაღალ კონტეინერებს მიანიჭებთ უპირატესობას, ისინი მცენარეებს ვიზუალურად გაზრდიან სიმაღლეში.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "და ქალი"