ორქიდეები - ბუნების სასწაული
ორქიდეები - ბუნების სასწაული
ორქიდეების სილამაზემ არ შეიძლება გულგრილი დატოვოს ისეთი ადამიანებიც კი, ვისაც ყვავილები არ უყვარს. მათ ტყუილად არ უწოდებენ ბუნების საოცრებას, სასწაულს...
უამრავი ჯიშის ორქიდეა არსებობს, არიან ამ ყვავილების კოლექციონერებიც, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ, რათა კიდევ ერთი მშვენიერი ორქიდეა შეჰმატონ თავიანთ კოლექციას.

ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს მცენარე ქალივითაა, ერთხელ თუ მიგიზიდა და თავბრუ დაგახვია, მისი სიყვარული სიცოცხლის მანძილზე გაგყვება. ორქიდეა ძალიან მგრძნობიარეა, ის დადებითად განაწყობს და მუხტავს ადამიანს.

საინტერესო ის არის, რომ ორქიდეას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მას ანტიკური პერიოდიდან ვხვდებით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ჩინეთში ამ ყვავილებს ეთაყვანებოდნენ კიდეც. ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და ერთ-ერთმა პირველმა ბოტანიკოსმა თეოფრასტმა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 375 წელს უწოდა ამ ყვავილს "ორქისი". ძველ საბერძნეთში კი მიაჩნდათ, რომ ორქიდეა პოტენციას ამაღლებდა. 

ორქიდეების ფასი სხვადასხვა ქვეყანაში გაორმაგდა, სწორედ ამიტომ მის მოსაპოვებლად არაფერს ერიდებოდნენ. ტროპიკული ტყეები თანდათან იცლებოდა ბუნების ამ სასწაულისგან. აუქციონზე ეს ყვავილები ყველაზე ძვირად იყიდებოდა და იყო შემთხვევები, რომ მის ხელში ჩასაგდებად მკვლელობები ხდებოდა.

ორქიდეის ფასი მსოფლიო ბაზარზე დღესაც დიდია. ეს იმიტომ, რომ ზრდასრული ორქიდეის მისაღებად 5 წელი, ზოგიერთი ჯიშისთვის კი 10 წელია საჭირო. ორქიდეის 30000 ჯიში არსებობს. გარდა სილამაზისა და უცნაური, მრავალფეროვანი ფორმებისა, ის მკვეთრი ფერებითა და საოცარი სურნელებითაც გამოირჩევა.

საინტერესოა ისიც, რომ ორქიდეის თვისებები დიდად არის დამოკიდებული მის ჯიშზე, მაგალითად ერთი ჯიში სურნელს მხოლოდ დღისით გამოსცემს, მეორე – მხოლოდ ღამით, მესამე - დღისით სხვანაირ სურნელს აფრქვევს, ხოლო ღამით სხვანაირს და ასე შემდეგ. ორქიდეის ყვავილობა სამი კვირიდან სამ თვემდე გრძელდება, ის ამ მხრივაც განსხვავდება სხვა ყვავილებისგან.

მსოფლიოში არსებობს დიდი ფირმები, რომლებიც სწორედ ამ ყვავილების გამრავლებასა და მისი ახალი ჯიშების გამოყვანაზე ზრუნავენ.

შეგიძლიათ ორქიდეები სახლის პირობებშიც გაამრავლოთ, არსებობს სპეციალური ჯიშები, რომლებიც სწორედ ქოთანში ხარობს. მათ იმდენად განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ, რამდენადაც უცნაური: ამ ყვავილს არ უყვარს შეწუხება, ამიტომ რაც შეიძლება იშვიათად საჭიროებს გადარგვას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფესვები ქოთანში აღარ ეტევა. კარგია თუ მის ფოთლებს თბილი წყლით დანამავთ. აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატი, მას სითბო უყვარს.

ორქიდეის ყვავილი, რომელიც ვანილის სურნელს გამოსცემს, კულინარიაში გამოიყენება.
კომენტარები (10)
ნონა
მაქვს ყვავილი რომელიც ტურკეტსჰი სტუმრობის დროს აცჰუქეს ცჰემს სჰვილებს სახელი სამწუხაროდ არ ვიცი დზალიან ლამაზია მტელი ზამტარ ზაფხული ყვავის მაგრამ ამ ბოლო დროს ფოტლები სულ დაეხვრიტა მოვლას არ ვაკლებ სასუქსაც დროდა დრო ვუყრი მაგრამ ვეგარ ვსჰველი ფოტლებს მასწავლეტ რიტ ვუსჰველო
შორენა
დამეხმარეთ. მაჩუკეს ორქიდეა.როგორ მოვუარო?ყვავილები დაცვივდა რა ვქნა მირჩიეთ რამე გთხოვთ...
ციალა
მეც მაქვს თეთრი და იასამნისფერი ორქიდეა, მაინტერესებს როგორ გავამრავლო, თეთრი უკვე ყვავილსაც გამოისხამს
შორენა
მკავს ორქიდეა. და მაინტერესებს როგორ ქოტანსჰი გადავრგო. და როგორი მიცა უნდა.
ლელა
პირველად ვიყიდე უკვე დაყვავილებული ორქიდეა, არ ვიცი ფერი. რა მნიშვნელობა აქვს იმ სახეობას ყველას ლამაზი ყვავილი აქვს. ვიცი რომ იყიდება მიწაც და სასუქიც სპეციალური. მაგრამ რაც დავათვალიერე მისი ის ე. წ. მიწა, სულ ვფიქრობ ნეტავ ქართული ხის ნამტვრევები, ნახერხი და მსგავსი რამეები არ გამოდგება? ისეთი ჭირვეული იები ( მოვათვინიერე ) და აქ დავიბენი. მირჩიეთ რამე.
ნინო
ჩემს ორქიდეას ფოთლები უყვითლდება და რა ვქნა გთხოვტ დამეხმარეთ? ძალიან ვდარდობ რა ს მირჩევთ? მომოწერეთ როგორ მოვიქცეეეეე
ლიკა
მე მყავს სახლსჰი ფიკუსი და დზალიან მაინტერესებს პროპესიონალურად ზუსტად როგორ მოვუარო
ზაირა
ძალიან ლამაზი ყვავილია და უცნაური
lffdhon
Yw9Sqj spkuainrhrdq, [url=http://yvvlqxghshqv.com/]yvvlqxghshqv[/url], [link=http://ajgyvyzxgjrg.com/]ajgyvyzxgjrg[/link], http://qwrzupxvdqnw.com/
ელენე
ძალიან მომწონს და მიყვარს ორქიდეა, მაქვს 6 ქოთანი, სხვადასხვა მოყვანილობის ყვავილის ფორმისა და ფერის, მათ რიცხვს გავზრდი, მაგრამ კოლექციონერობას ვერ შევძლებ....
გააკეთეთ კომენტარი
ყურადღება! გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
იაპონელებმა მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეას ჯიში გამოიყვანეს
15:30 / 07-02-2013
იაპონიის უნივერსიტეტის, ტიბის მეცნიერებმა ცისფერი ორქიდეას უნიკალური ჯიში გამოიყვანეს.
საშობაო ვარსკვლავი - როგორ მოვუაროთ პუანსეტიას?
14:33 / 18-01-2013
პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს:
წიწაკა კვერცხის სატენით
11:00 / 02-01-2013
ამ მსუბუქი, ორიგინალური და გემრიელი კერძით ნამდვილად შეძლებთ სტუმრების აღფრთოვანებას
როგორ მოვუაროთ ოთახის იას?
16:59 / 17-04-2012
ქალბატონებო, ალბათ, ჩემსავით თქვენც ხშირად გსმენიათ სიტყვები, რომ სრულყოფილება არ არსებობს, ყველაფერს აქვს გარკვეული ნაკლი და ა.შ.
რას გვიქადის  სიყვარულისა და ნაყოფიერების ხეები
15:40 / 05-04-2012
ფენ-შუის ხელოვნება, უამრავ რჩევასთან ერთად, თილისმებსაც გვთავაზობს. სწორედ ფენ-შუის თილისმებადაა მიჩნეული სხვადასხვა სახეობის ჯუჯა ხე, რომლებიც ბიზნესში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას გვპირდებიან.
ზამთრის მოყვარულებმა შემოდგომა ქრიზანთემების ფესტივალით გააცილეს
15:30 / 16-11-2011
ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრმა "ბლესსინგმა" ქრიზანთემების ფესტივალს უმასპინძლა.
გააკეთებინეთ კაცებს
13:15 / 03-06-2011
დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს სახლში თუ აგარაკზე, აუცილებლად მოგეძებნებათ უსარგებლო ნივთები, რომელთა გადაყრაც გენანებათ, მაგრამ უკვე წლებია, არაფერში გამოგიყენებიათ. თუ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, ძალიან ადვილად შეძლებთ მათ "მეორე სიცოცხლე" დაუბრუნოთ.
თაიგულმა რომ დიდხანს გაძლოს...
11:20 / 12-05-2011
ყვავილები თითქმის ყველა ქალს უყვარს. თაიგულიც ყველაზე გავრცელებული საჩუქარია საჩუქართა შორის. ზოგჯერ სათქმელს ყვავილების ენით გვითვლიან: წითელი ვარდები სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა. თეთრი - უმანკოების. ვადისფერ ვარდებს კი მსუბუქი გატაცების ნიშნად ჩუქნიან.
კამელია - უსულგულო ყვავილი
14:00 / 09-05-2011
ანტიკურ მითოლოგიაში აღწერილია კამელიის წარმოშობის ამბავი: სიყვარულის ღმერთმა ამურმა დედამიწის ბინადარნი თავისი ისრებით დაჭრა და სატურნისკენ გაფრინდა. იქ მან ყინულის მზეთუნახავები იხილა. სამწუხაროდ, ამურის სასიყვარულო ისრებმა მათ ცივ გულებში ვერ შეაღწია.
მექსიკის სიმბოლო
15:06 / 04-04-2011
მექსიკისათვის აგავა უფრო მეტია, ვიდრე მცენარე - ცოცხალი ბუნების ეს წარმომადგენელი ქვეყნის სიმბოლოა. უზარმაზარი ზომის, წვეტიანი, წყლიანი ფოთლების გამო, აგავას ყველა დროში დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა მისი ეშინოდათ კიდეც.
არქივის კალენდარი