გაზაფხულის დადგომისთანავე ყველას ბაღებისა და ბოსტნებისკენ მიუწევს გული და არც ოთახის ყვავილებს ტოვებს უყურადღებოდ. ჩვენ გთავაზობთ გენიალურ და უჩვეულო რჩევებს, რომელთა გამოყენებაც შედეგსაც მოგიტანთ და სასიამოვნოდაც გაგაოცებთ.
1. ტუალეტის ქაღალდის მუყაოსგან ნერგების კონტეინერის დამზადება შეიძლება. დაჭერით რგოლი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და მასში მიწა და ნერგი მოათავსეთ.
2. თუ გსურთ, საკუთარ ბოსტანში მოყვანილ პომიდორს გემო გაუუმჯობესოთ, ნიადაგში ცოტაოდენი სოდა ჩაუყარეთ ან სოდიანი წყლით მორწყეთ. პომიდორი სწრაფადაც დამწიფდება და ტკბილი გემოც ექნება.
3. ბაღის ინსტრუმენტები მიწაში შეინახეთ. ასე მათ დაჟანგებისგან დაიცავთ.
4. ყვავილებიან ვაზაში ერთი სირჩა არაყი ჩაასხით, ყვავილები გამოცოცხლდებიან და არც ისე მალე დაჭკნებიან.
5. პატარა ნერგისთვის ქოთნის მაგივრობას ლიმონის კანი გაგიწევთ. ამისათვის გაჭერით ლიმონი შუაში, ამოაცილეთ რბილობი, ამოავსეთ მიწით და ჩარგეთ მასში ჩითილი.
6. ქოთნის მაგივრობას კვერცხის ნაჭუჭიც გაგიწევთ. კვერცს გვერდი ამოუტეხეთ, გამოასუფთავეთ, მიწით ამოავსეთ და მასში უბრალო ან მცოცავი ჭანგა ჩარგეთ. მშვენიერი იდეაა აღდგომისთვის.
7. არასდროს გადაყაროთ ყავის ნალექი. იგი საუკეთესო საკვებია ოთახის მცენარეებისთვის.
8. პამპერსში არსებული გრანულები ოთახის ქოთანში ჩაყარეთ. ასე ნიადაგი დიდხანს შეინარჩუნებს ტენს.
9. ბანანის კანი ვარდების გამოსაკვებად გამოგადგებათ. ბანანის კანი კალიუმითაა მდიდარი, რაც ვიტამინით აავსებს და დაიცავს მცენარეს დაავადებისგან. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ბანანის კანი შინ მიტანისთანავე უნდა გარეცხოთ და ყვავილისთვისაც გარეცხილი კანი გამოიყენოთ. როგორც ცნობილია, ეგზოტიკური ხილის კანს დამცავი ნივთიერებებით ამუშავებენ.