ბევრი ადამიანი ოცნებობს ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთზე, სადაც ლამაზ ბაღს გააშენებს და სულიერად დასვენებას შეძლებს.
საქართველოში ძალიან ბევრს სოფელიც აქვს, მაგრამ ამ მიზნით ქალაქში არსებული კერძო ეზოებიც გამოდგება. თუმცა მხოლოდ მიწა და ეზო საკმარისი არ არის. ლამაზი და სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი რომ მოიწყოთ, ელემენტარული ცოდნა და გამოცდილებაც აუცილებელია. წარმოგიდგენთ 7 რჩევას, როგორ აქციოთ თქვენი ეზო მწვანე და მყუდრო ბუდედ.
1. მაქსიმალურად შენიღბეთ ეზოს საზღვრები
დიდი ფართი ყოველთვის არ გვაქვს, მით უმეტეს ქალაქის ეზოებში. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაზე პატარა ფართშიც კი შეიძლება ლამაზი დასასვენებელი სივრცის მოწყობა.
პატარა სივრცის მქონე ეზოში უნდა გამოიყენოთ მეთოდები, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის. როგორც წესი, ეზოს მესერი მაღალია და უსახური.
რაც მთავარია, სივრცეს კიდევ უფრო აპატარავებს. ამიტომ ისეთი მცენარეები გამოიყენეთ, რომლებიც უშუალოდ მესერზე იზრდება.
ამით კედელი არა სივრცის ჩამკეტი, არამედ საერთო, ლამაზი კომპოზიციის ნაწილი გახდება.
უკეთესია, თუ მესერზე სხვადასხვა
მცენარე კომბინირებულად განთავსდება.
2. გამოიყენეთ განსხვავებული ფორმები
პატარა ნაკვეთი რომ უფრო დიდი გამოჩნდეს, ასევე, ეგზოტიკური და ორიგინალური გამოჩნდეს, სწორი გეომეტრიული ფიგურებისგან თავი შეიკავეთ, უფრო მრუდ ხაზებს მიმართეთ. მაგალითად, სწორ სავალ ბილიკს ე.წ. აცაბაცა და ტეხილი გზა ამჯობინეთ.
სწორკუთხოვან ნარგავს - უფორმო მდელოსებრი ნარგავი. ოთხკუთხედ ფანჩატურს კი - მომრგვალებული საჩრდილობელი.
3. მოაწყვეთ პატარა გუბე
სულ პატარა გუბურაც საოცრად ეგზოტიკურ ელფერს მიანიჭებს თქვენს ეზოს. მით უმეტეს, აქტუალური იქნება ზაფხულის სეზონზე, რადგან წყალი ყოველთვის აგრილებს მიდამოს. მის გარშემო დარგული ყვავილები კი თქვენს ეზოს ნებისმიერი სტუმრისთვის დაუვიწყარს გახდის.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge