თუ 1985 წლამდე დაიბადეთ და სკოლაში მიყვანამდე ცაცია იყავით, მასწავლებლები ყველა ღონეს იხმარდნენ, რომ მარცხენას ნაცვლად მარჯვენა ხელით გეწერათ.
მაშინ ასეთი წესი იყო, ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო, გამორჩეულებს არ სწყალობდნენ.
იქნებ ცაცია ხართ? ასეთი ადამიანები ბავშვობიდან ყველაფერს"წესის" მიხედვით აკეთებდნენ, მაგრამ მათ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მართავს, რომელიც მარცხენა ხელზეა პასუხისმგებელი.
ცაცია ხართ თუ მემარჯვენე, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ცაციას მემარჯვენედ გადაკეთებას ზოგჯერ დეპრესია და ენაბლუობა შეიძლება მოჰყვეს.
შეამოწმეთ თქვენი თავი, საიდუმლო ცაცია ხომ არ ხართ:
სწრაფად გადააჯვარედინეთ ხელები და შეხედეთ, ზემოდან რომელი ხელის ცერა თითი მოექცა. თუ მარცხენის, ცაცია ხართ; შესაბამისად, თუ მარჯვენის -მემარჯვენე.
ახლა ფეხი ფეხზე გადაიდეთ. აქაც იგივე ამბავია, რომელი ფეხიც ზევითაა, ის მხარეც ლიდერობს.
დატრიალდით ერთ ადგილზე. თუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალდით, ცაცია ხართ.
აპლოდისმენტების დროს დომინანტი ხელი, როგორც წესი, ზევიდან ექცევა.
ერთი ხელის მოსმით დახატეთ წრე და ისრით დააბოლოეთ. თუ მისი მიმართულება საათის ისრის მხარესაა, მაინც ცაცია გამოდიხართ.
13 აგვისტო ცაციების საერთაშორისო დღეა. აღნიშნეთ ეს დღე, ამბობენ, რომ ცაციები განსაკუთრებულად ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანები არიან.