შხაპის მიღებისას რომელ ორგანოს იბანთ პირველ რიგში? 1. თავს? 2. მკერდს? 3. იღლიებს? 4. სახეს? 5. მხრებს? თუ 6. სხვა ნაწილებს?.. გაეცანით ტესტს და აღმოაჩინეთ საკუთარ თავში საიდუმლოებები.
შედეგები:
1. თუ პირველ რიგში თავს იბანთ - არტისტული პიროვნება ხართ. გიყვართ ღრუბლებში ფრენა. თუმცა, იმის მიღწევა შეგიძლიათ, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. თქვენი ძალა თქვენს ნიჭიერებასა და შესაძლებლობებშია. ფული თქვენთვის მთავარი არაა; მთავარი - მეგობრობაა. საუკეთესო შეყვარებული ხართ. თქვენი საუკეთესო პარტნიორი იქნება ის, ვინც პირველ რიგში მკერდს იბანს.
2. ვინც შხაპის ქვეშ სხვა ორგანოებზე პირველად მკერდს იბანს, პრაქტიკული პიროვნებაა. სათქმელს პირდაპირ ამბობთ, მიხვეულ-მოხვეულის გარეშე. არ გიყვართ, როცა მუშაობისას გაცდენენ, როცა გარშემო მყოფები თქვენს მოსაზრებებს არ იზიარებენ. კარგი საყვარელი ხართ, - მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაში. თქვენი საუკეთესო პარტნიორი იქნება ის, ვინც პირველ რიგში თავს იბანს.
3. იღლიებს ანიჭებთ უპირატესობას? მშრომელი და ერთგული ადამიანი ხართ. მუდამ მზად ხართ გარშემო მყოფების დასახმარებლად. თუმცა, ხშირად ეხვევით უსიამოვნო სიტუაციებში, რადგან სწორად ვერ განსაზღვრავთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს თქვენ მიმართ. გირჩევთ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი სექსუალური ცხოვრება. თქვენი საუკეთესო პარტნირი იქნება ის, ვინც პირველ რიგში მხრებს იბანს.
4. თუ სახეს იბანთ და მერე სხვა ორგანოებს, ფინანსური საკითხები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაფერზე ხართ წამსვლელი, რათა მატერიალური კეთილდღეობა მოიპოვოთ. მეგობრებს იმის მიხედვით ირჩევთ, თუ ვის რაში გამოიყენებთ. გარშემო მყოფებს უჭირთ თქვენი გაგება, მაგრამ რას ფიქრობენ ისინი თქვენზე, საერთოდ არ გადარდებთ. საკმაოდ ეგოისტი ხართ. სიყვარულში, პირველ რიგში, საკუთარ თავზე, სიამოვნებაზე ფიქრობთ. თქვენი საუკეთესო პარტნიორი იქნება ის, ვინც პირველ რიგში სხვა ნაწილებს იბანს.
5. ის, ვინც პირველ რიგში მხრებს იბანს, საკუთარ თავს იღბლიან, წარმატებულ ადამიანად არ თვლის. რთულად აღწევთ სასურველს. გარშემო მყოფებს უჭირთ თქვენი გაგება და ხშირად მარტოსულადაც კი გრძნობთ თავს. ხშირად, წარუმატებლობის შემთხვევაში, გულის გადასაყოლებლად, ალკოჰოლს ან გასართობ სახლს მიმართავთ ხოლმე. თქვენი საუკეთესო პარტნიორი იქნება ის, ვინც პირველ რიგში იღლიებს იბანს.
6. სხვა ნაწილები აირჩიეთ? გირჩევთ, ცოტა მეტად ავანტიურული და რისკიანი გახდეთ. თქვენ ფლობთ შინაგან ძალას, ხართ ნიჭიერი, მაგრამ სიმორცხვის თუ გაუბედაობის გამო ვერ ავლენთ ვერც ერთს. კარგი საყვარელი იქნებით, თუ გაბედავთ და საკუთარ ფანტაზიას პარტნიორს გაუზიარებთ. თქვენი საუკეთესო პარტნიორი იქნება ის, ვინც პირველ რიგში სახეს იბანს.