თვალი – სულის სარკეა. მისი ფერი კი ადამიანის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს.
შოტლანდიელი მეცნიერი, ენტონი ფალონი თვლის: "ჩვენი თვალები იმდენად მჭიდრო კავშირშია ტვინთან, რომ შეიძლება ითქვას, ეს მისი ერთადერთი ნაწილია, რომელიც გარეთ იყურება". მოდი, ვნახოთ, რისი თქმა შეუძლია თვალის ფერს ადამიანზე!
თაფლისფერი თვალები:
თაფლისფერთვალებიანები ლიდერებად არიან დაბადებულნი. თუნდაც, ხანდახან საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდით, ისინი გარეგნულად მაინც ძლიერები და ჭკვიანები ჩანან. რაც უფრო მეტია ადამიანის ორგანიზმში მელანინი, რომელიც თვალის ფერსაც ამუქებს, მით სწრაფად შეუძლია მუშაობა ტვინსაც.
ცისფერი თვალები:
ცისფერთვალებები ძალიან ლამაზები, თავაზიანები და ტაქტიანები არიან. მაგრამ იმის თქმა, რომ ძლიერი ინტელექტით გამოირჩევიან, არ შეიძლება. როგორც უნდა იყოს, მათ მაინც უზარმაზარი ფიზიკური და შინაგანი ენერგია აქვთ, რაც ცისფერთვალებებს ამტანებს ხდის, როგორც ფიზიკური ტკივილის მიმართ, ასევე სულიერის. ამ ენერგიას ისინი გარშემო მყოფებსაც გადასცემენ.
ნაცრისფერი თვალები:
ეს ცისფერი თვალების ერთ-ერთი სახეობა. ძალიან რთულია ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანის თავიდანვე ამოცნობა. მათ შესაძლოა ჰქონდეთ, როგორც მშვიდი, გაწონასწორებული ბუნება, ასევე შეიძლება იყვნენ წინააღმდეგობით სავსენი. თუკი ღია-ნაცრისფერი ფერის თვალებიან ადამიანს შეხვდები, ნუ იჩქარებ. თავიდან ის არ გაგეხსნება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საერთო ენას გამონახავთ, შეძლებ იქონიო მისი ერთგული მეგობრობის იმედი.
მწვანე თვალები:
მწვანეთვალება ადამიანებს უძველესი დროიდან ჯადოქრებად და ავსულებად მიიჩნევდნენ. მართლაც, მათში არის რაღაც მისტიკური. მეცნიერული თვალსაზრისით თვალის მწვანე ფერი აბალანსებს თაფლისფერისა და ცისფერი თვალების ხასიათს. სიცოცხლით სავსეებს, კრეატიულებს და ჰარმონიულებს – მწვანეთვალება ადამიანებს შეუძლიათ თავი მოაწონონ უკლებლივ ყველას.
ამის შემდეგ, პირველი, რასაც ადამიანის გაცნობისას გააკეთებ ის იქნება, რომ მას თვალებში ჩახედავ და მაშინვე შეიქმნი მასზე წარმოდგენას.