ფსიქოლოგების აზრით, ადამიანის ხასიათის გამოცნობა მისი მანქანის ფერით შეიძლება. ფერის არჩევისას ჩვენ ქვეცნობიერად ვცდილობთ, ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ სამყაროს მიმართ. რას ნიშნავს თქვენი მანქანის ფერი? აი, რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მანქანების ფერის მოკლე დახასიათება:
წითელი - ამ ფერს ხალისიანი, სიცოცხლისმოყვარული ადამიანები ირჩევენ. აგრეთვე, ეს ფერი იმპულსურ და ზოგჯერ აგრესიულ პიროვნებებსაც იზიდავს. წითელი ავტომობილი მიუთითებს, რომ მისი მფლობელი საკმაოდ ამბიციურია და ცდილობს, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.
ნაცრისფერი - მათ არ სურთ გარშემო მყოფების გადამეტებული ყურადღების მიპყრობა. მშვიდები არიან და ცდილობენ, დაიცვან საზოგადოებაში მიღებული წესები, ტრადიციები. ერიდებიან ყოველივე ზედმეტს გართობაში, კამათში, ურთიერთობაში.
ვერცხლისფერი - მას კარგი გემოვნება აქვს და პროგრესულად მოაზროვნე მძღოლია. ასეთი ფერის მანქანა მცირე ლაქებს არ გამოკვეთავს, რაც ახარებს მის მუდამ დაკავებულ მფლობელს. ვერცხლისფერი მანქანა შრომისმოყვარე ადამიანს აქვს. მისთვის ჯერ სამსახურია და მერე ოჯახი, მეგობრები, გართობა. ვერცხლისფერის მძღოლი მუდამ აკვირდება მოდის ტენდენციებს და ცდილობს, მუდამ თანამედროვედ გამოიყურებოდეს.
ლურჯი - ოპტიმისტი, ერთგული და გულწრფელი ადამიანი ლურჯი ფერის ავტოს ირჩევს. გარშემო მყოფები როგორც ბრძენ და ძლიერ ადამიანად გახასიათებენ. ლურჯი მანქანის მოყვარულებს ზოგჯერ გარეგნულად გულგრილობა ახასიათებთ სხვების მიმართ, მაგრამ გულის სიღრმეში საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და ხშირად ცდილობენ, გაუგონ სხვა ადამიანებს და გამონახონ მათთან საერთო ენა.
მწვანე - საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანი, რომელიც ნაკლებ ყურადღებას აქცევს გარშემო მყოფთა აზრს, მწვანე ფერის მანქანას ირჩევს. ისინი არც მოდას აკვირდებიან. მათთვის მოდური და აქტუალურია ის, რაც უხდებათ. ისინი საკუთარი წესებით ცხოვრობენ. ამასთანავე, რბილი და მომთმენი ხასიათი აქვთ. მწვანე ფერის მოყვარულ ადამიანს ძალიან უყვარს ბუნება.
კრემისფერი/ღია ყავისფერი/შამპანურის ფერი - მართალი, გაწონასწორებული და წინდახედული ადამიანი კრემისფერ/ყავისფერ/შამპანურისფერ მანქანას ყიდულობს, მაგრამ თავგადასავლებში მაინც აქტიურად ხვდება. მათ არ უყვართ ახალი ნივთების შეძენა. უპირატესობას ძველს, უკვე გამოცდილს ანიჭებენ. მანქანა მათთვის გადაადგილების საშუალებაა, რომელსაც მდიდრული და გამძლე სალონი უნდა ჰქონდეს და არა უნდა იყოს მოდური და დროებითი.
ყვითელი/ოქროსფერი - ბედნიერებისა და სიხარულის ფერია. მისი მფლობელი ცხოვრობს დევიზით: ”ნუ ნერვიულობ, იყავი ბედნიერი”. ასეთი ფერის მანქანას კრეატიული, ბრძენი ადამიანები ირჩევენ; მათ კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. ასაკის მიუხედავად, ისინი მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებიან და ასეთად გრძნობენ თავს.
ნარინჯისფერი - ასეთი ავტოს მფლობელი მეტად ექსცენტრიკული პიროვნებაა. მას უყვარს ფული, მისი გამომუშავება და არ უყვარს მისი ფლანგვა. ნარინჯისფერი მანქანის მძღოლს სურს, დაუმტკიცოს სამყაროს, რომ საკმარისი ფული აქვს და უჩვეულო მანქანის შეძენაც შეუძლია. თუმცა, გამომუშავებულ ფულს ისინი ხშირად რაღაც საქმეში აბანდებენ და ნაკლებად ახარჯავენ საკუთარ თავსა და ოჯახს სიამოვნებისა და გართობისთვის.
შავი - დახვეწილი და მდიდრული ფერია. ასეთი ფერის ავტომობილის მფლობელი ამაყი და ზოგჯერ გამომწვევი პიროვნებაა. იგი მუდამ ელეგანტურად გამოიყურება. გარშემო მყოფებს სერიოზულ ადამიანად აჩვენებს თავს და ცდილობს, ყველა და ყველაფერი აკონტროლოს. შავი - ძლიერი ადამიანების ფერია.
თეთრი - ეს ფერი სისუფთავესა და სიმართლესთან ასოცირდება. თეთრი ფერის ავტომობილის მძღოლს სურს, ყველაფერში სრულყოფილი და დახვეწილი იყოს. მანქანის ფერით, მისი მფლობელი ცდილობს, გარშემო მყოფებს დაუმტკიცოს, რომ ახალგაზრდა და თანამედროვეა.
სხვა ფერები - თქვენი მანქანა თქვენსავით ორიგინალური და არასტანდარტულია. თქვენ არ ხართ მოდის მიმდევარი, ყურადღებას ხარისხს ანიჭებთ. შეიძლება სპეციალურად, თქვენი გემოვნებით გადააკეთეთ მანქანა ან კლასიკური მოდელი განაახლეთ. გიყვართ მანქანა და მიგაჩნიათ, რომ იგი ჰარმონიულად ეხამება თქვენს პიროვნებას.