ერთი თვალის გადავლებით აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნაძვის ხის სათამაშო და წაიკითხეთ შედეგები:
ბურთი # 1:
თქვენთვის 2016 უცნაური წელი იქნება. ანუ მომავალი წელი შესანიშნავი იქნება მთლიანობაში, იმდენად მაგარი, რომ თავადაც გაოცებული დარჩებით. დაიმახსოვრეთ: უცნაური – არ ნიშნავს ცუდს. ყოველ შემთხვევაში, თქვენთვის - ნამდვილად!
ბურთი # 2:
თქვენთვის ეს წელი რომანტიკული იქნება. შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მანძილზე ყველაზე რომანტიკულიც კი. ყველაფერი თითქოს ვარდის ფერითა და სითბოთი იქნება გაჯერებული. ეს წელი ყველაზე ამაღლებული გრძნობით, სიამოვნებითა და აღმაფრენით დაგაჯილდოებთ.
ბურთი #3
ეს წელი თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. ერთ-ერთი წარმატებული თქვენს ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანია, სწორად დაალაგოთ პრიორიტეტები, აირჩიოთ სფერო, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ და არ დახარჯოთ ძალები არაფრისმომცემ საქმეზე. ძალიან ბევრს მიაღწევთ, თუკი თავიდანვე სწორ მიმართულებას აირჩევთ.
ბურთი #4
ძალიან მხიარული წელი გელით. თუნდაც ზედმეტად სერიოზული საქმით იყოთ დაკავებული, ეს არ შეგიშლით ხელს, ძალიან ბევრი იმხიარულოთ წელს. უამრავი მიზეზი გექნებათ ამისთვის. ხოლო თქვენი სიცილითა და გულწრფელი ღიმილით ბევრ ადამიანს მიიზადავთ, როგორც საქმიან სფეროში, ასევე პირად ცხოვრებაში.
ბურთი #5
მშვიდი წელი გელით. არანაირი ფორიაქი. არანაირი უსიამოვნო სიურპრიზები, ყველაფერი თანდათანობით და დაგეგმილად წავა, სწორედ ისე, როგორც თქვენ გსურდათ. ეს წელი ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ; გექნებათ დრო, რათა მოიკრიბოთ ახალი ძალები მომავალში სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად.
ბურთი #6
ძალიან ბედნიერი წელი გელით. ყოველი წამით დატკბებით. ბედნიერება თქვენი თანმდევი იქნება მთელი წლის მანძილზე და ამ ბედნიერებას თქვენს გარშემომყოფებსაც გაუზიარებთ.
ბურთი #7
კეთილი წელი გექნებათ. ზუსტად ერთი წელი სამყარო თქვენთვის დამალავს თავის ბრჭყალებს და მხოლოდ იავნანას გიმღერებთ. შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა: ამიერიდან სამყაროს მხოლოდ კეთილ გამოვნილებებს იგრძნობთ საკუთარ თავზე. მიხვდებით, რომ სიკეთე – საუკეთესო თავდაცვაცაა და იარაღიც.
ბურთი #8
არასტანდარტული წელი გელით. თუ ათეისტი ხართ, გაგიჭირდებათ ლოგიკურად იმის ახსნა, რაც თქვენს თავს მოხდება. თქვენ არ გაფრინდებით იმ თვითმფრინავით, რომელიც ავიაკატასტროფას განიცდის; არ წახვალთ იმ მატარებლით, რომელიც რელსებიდან გადავა; ხურდად კი იყიდით იმ ბილეთს, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს და ასე შემდეგ...
ბურთი #9
ეს წელი ბევრ რამეს გპირდებათ. მოგეჩვენებათ, რომ უცებ მთელმა სამყარომ თქვენთვის მოიცალა და ყველას თქვენ სჭირდებით. ეს მართლაც ასე იქნება. უამრავ ცხოვრებისეულ მიზანს დასახავთ. ყველაფერს ერთდროულად ვერ მიაღწევთ, თუმცა ზოგიერთი პროექტი თქვენი მომავლის საფუძველი გახდება.
ბურთი #10
საინტერესო წელი გელით. თავადაც შეიცვლებით და ბევრისთვის საინტერესო და მომხიბვლელი გახდებით. ნამდვილად არ გეცლებათ წელს მოსაწყენად.
ბურთი #11
უცნაური წელი გელით. თქვენი ცხოვრება საინტერესო დეტექტივს დაემსგავსება. ოღონდ მკვლელობებისა და მსგავსი უსიამოვნების გარეშე. თქვენ ირგვლივ გაუგებარი მოვლენები მოხდება, რომლის კვანძსაც წლის ბოლოს გახსნით და ის საშინლად სასიამოვნო იქნება.
ბურთი #12
გულუხვი და ბარაქიანი წელი გელით. ისურვეთ ბევრი, ისურვეთ ყველაფერი, რაც კი თავში მოგივათ. ვინმე ან რამე ყურადღებით მოისმენს თქვენს სურვილებს და თანდათანობით ყველას აგისრულებთ. მაგრამ ფრთხილად იყავით! გახსოვდეთ, რომ სურვილების ასრულებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება.
ბურთი #13
ზღაპრული 2016 გელით. თუნდაც სრულიად სკეპტიკოსი და ცინიკოსი იყოთ, ამ წელს მაინც რაღაც ჯადოსნური მოხდება თქვენთვის და ამის სამეცნიერო ახსნას ვერაფრით მოძებნით. ზღაპარში მოხვდებით და თავად იმ გმირად იქცევით, რომელმაც დრაკონი დაამარცხა.
ბურთი #14
ნაყოფიერი წელი გელით. თქვენ მიერ მივიწყებული პროექტებიც კი შედეგს გამოიღებს, ახალ გეგმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ცხოვრება სიუხვის რქად მოგეჩვენებათ, იმდენად ბევრს მიიღებთ თქვენი თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ქმედებისგან.
ბურთი #15
იდეალური წელი გელით. დიახ, იშვიათი წელი მოდის თქვენთვის, იმდენად იშვიათი, რომ წვრილმანებიც სრულიად უნაკლო მოგეჩვენებათ. ყველაფერი გამოგივათ, ცხოვრებისგან უდიდეს სიხარულს მიიღებთ. უსიამოვნებები გვერდს აგივლით. თქვენი ამოცანა იქნება – შეინარჩუნოთ ცხოვრების ეს რიტმი, რათა ჰარმონია მუდამ თან გდევდეთ.
ბურთი #16
ეს წელი ძალიან მსუბუქი აღმოჩნდება თქვენთვის. რა ქარიშხლები და კატაკლიზმებიც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, თქვენ არაფერი აგაღელვებთ. ყველაფერი, რაც სერიოზულ პრობლემად გეჩვენებოდათ, მარტივად გადასაწყვეტი აღმოჩნდება. თითქოს ჯავშანი გარტყიათ და შეძლებთ, სრული წესრიგი დაამყაროთ თქვენს ცხოვრებაში.