დააკვირდით ყურადღებით სურათზე მოცემულ 6 ქვას. არ იფიქროთ ძალიან დიდხანს, უბრალოდ, სწრაფად აირჩიეთ მათგან ერთ-ერთი, ყველაზე მეტად რომელიც მოგეწონებათ!
ქვა #1:
ეს ოპალია. მას "მთვარის ქვასაც" უწოდებენ. რადგან თქვენ სწორედ ეს ქვა აირჩიეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ სწორედ ახლა გესაჭიროებათ დასვენება, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით. დრო გჭირდებათ, როგორც დასასვენებლად და გონს მოსასვლელად, ასევე საკუთარ თავში გასარკვევად.
დაგეგმეთ უახლოეს მომავალში შვებულება და გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. თუნდაც ეს ბებიასთან, სოფელში იყოს, მაინც. გამონახეთ დრო დასასვენებლად!
ქვა #2
მეორე ქვა – მალაქიტია. თქვენი არჩევანი იმაზე მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. ამასთან, ცვლილებების უმეტესობას ღრმა სულიერი ხასიათი ექნება.
ვარსკვლავები გწყალობენ ამ პერიოდში. ამიტომაც შეგიძლიათ თამამად გასწიოთ წინ!
ქვა #3
მესამე ქვა – მზის ქვაა. ის, რომ თქვენმა შინაგანმა მემ სწორედ ეს ქვა აგარჩევინათ, ნიშნავს, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ!
მომავალს სულ ნათელ ფერებში ხედავთ.
ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, თუნდაც გარეთ ციოდეს, მაინც! ღრმად ჩაისუნთქეთ მზის ძალა და ისეთ ენერგიაზე მოხვალთ, რომ მთებს გადადგამთ.
ქვა #4
ეს ობსიდიანია. რადგან ეს ქვა აირჩიეთ, ნიშნავს, რომ ქვეცნობიერი გკარნახობთ, ცვლილებების დროა!
უახლოეს მომავალში უნდა გათავისუფლდეთ ძველი ჩვევებისგან და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყოთ ახალი ცხოვრება! საუკეთესო დროა, რომ დაიწყოთ ყველაფერი ნულიდან!
ამასთან, არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ ბედს იმისათვის, რაც გაქვთ. ნუ იეჭვიანებთ. ნუ შეგშურდებათ. ნუ მისცემთ ცუდ აზრებს, დაიპყროს თქვენი გონება.
იშრომეთ და შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ: თქვენი ახალი ცხოვრება აუცილებლად საჭირო შედეგს გამოიღებს!
ქვა #5
მეხუთე ელემენტს "ჰოვლიტი" ჰქვია. თუკი ეს ქვა აირჩიეთ, ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის საღად აზროვნებს. ნებისმიერი კამათი მოგებული გაქვთ, რადგან ყოველთვის არგუმენტირებული ფაქტები გაგაჩნიათ.
ძალიან ფაქიზი ადამიანი ხართ. ერთი სიტყვით გესმით ბავშვების და ერთი შეხედვით – ცხოველების.
თამამად იოცნებეთ! რადგან ყველაფერი, რასაც ჩაიფიქრებთ, უახლოეს 30 დღეში აგიხდებათ!
ქვა #6
ეს დალმატინია. ამ ქვას მხიარული, ოპტიმისტი და მოსიყვარულე ადამიანი აირჩევდა. მთავარი თქვენთვის არის ის, რომ ცხოვრება ამის შემდეგაც ისე გაგრძელდეს, როგორც სასიამოვნო თამაში!
უახლოესი 30 დღის განმავლობაში დაგეგმეთ მოგზაურობა. ენდეთ ვარსკვლავებს – ისინი საოცარ თავგადასავლებს გპირდებიან. ხოლო ყველა წამოწყება, რასაც ახლა დაუდებთ საფუძველს, წარმატებას მოგიტანთ.