ხალი ყველას აქვს: ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ ჩვენ არც კი დავფიქრებულვართ, რას შეიძლება ნიშნავდეს იგი.
არსებობს მოსაზრება, რომ ზოგი ხალი სიმდიდრესთან არის დაკავშირებული, ზოგიც - წარმატებულ ქორწინებასთან ან შესანიშნავ ჯანმრთელობასთან. გაიგეთ, ხართ თუ არა მსგავსი შესაშური ხალების მფლობელი!
თუკი ხალი გაქვთ:
1. ყვრიმალებზე
ხალი თუ ყვრიმალებზე გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ მოგზაურობებში გაგიმართლათ. ხშირად გიწევთ სხვადასხვა ქვეყნის სტუმრობა როგორც სამსახურებრივი მიზნებისთვის, ასევე პირადი სიამოვნებისთვის.
2. წარბებს შორის
წარმატებული კარიერის ნიშანია. ასევე, წარბებს შორის ხალი გონებამახვილ ადამიანებს გააჩნიათ.
3. თვალსა და წარბს შორის
ასეთი ხალი ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანებს აქვთ.
4. ზედა ტუჩთან
ზედა ტუჩთან ხალის მქონე ადამიანი ძლიერი, ხანდახან დაუნდობელიცაა, რომელიც წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს. ასევე, ეს ხალი წარმატებული ქორწინების ნიშანია.
5. ლოყაზე
ეს არის ჯილდო კეთილი და მზრუნველი ადამიანებისთვის. მსგავსი ხალის მფლობელნი მზად არიან ახლობლების გამო ნებისმიერი მსხვერპლი გაიღონ.
6. ხელისგულზე
სიმდიდრის ნიშანია. იგი მეტყველებს თქვენს მიზანდასახულობაზე.
7. ფეხისგულზე
გიყვართ საკუთარი ცხოვრება. თქვენთვის თითოეული წამი არის საშუალება, გააკეთოთ რაიმე კეთილი საქმე.